04:31:50

ფირნიშები
Share |

სოფელ ენისელში „ელექტრონული მწყემსის“ მოწყობილობა ამოქმედდა

დავით ლეგაშვილს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში საქონლის ფერმა აქვს. პირუტყვის მოვლის მიზნით, ფერმერმა საძოვარზე „ელექტრონული მწყემსის“ მოწყობილობა დაანონტაჟა. „ელექტრონული მწყემსი“ მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატია, რომელზე შეერთებული მავთულითაც საძოვარია შემოღობილი. თუ ცხოველი ტერიტორიის დატოვებას მოინდომებს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს.

დავით ლეგაშვილის თქმით, ელექტროდარტყმა პირუტყვისთვის საზიანო არ არის. შესაძლებელია „ელექტრონული მწყემსის“ მოხსნა და სხვა ადგილზე გადატანაც.

„კაპიტალური ღობის გაკეთება რთულია და თანხებთან არის დაკავშირებული. „ელექტრომწყემსის“ მოწყობილობა მზის ენერგიაზე მუშაობს, წყვეტილ დენს უშვებს შიგ. ერთხელ რომ შეეხება ძროხა მეორედ აღარ მიდის. საქონლის მოვლის გარდა, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მინდვრების მთლიანად გადაძოვება არ ხდება და შესაძლებელია საძოვრების მართვა“,- განაცხადა დავით ლეგაშვილმა.

დავით ლეგაშვილმა ენისელში საქონლის ფერმა 2013 წელს ააშენა. მან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 50 შვეიცარული ჯიშის ძროხა და თანამედროვე საწველი სისტემაც შეიძინა.



სხვა ამბები

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

დაწვრილებით  

საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 აღსაზრდელი საავადმყოფოშია მოთავსებული. 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30