12:09:37

ფირნიშები
Share |

ჯიღაურას მეურნეობის ხეხილისა და ვაზის ნერგები აუქციონზე გაიყიდება

მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი ნერგები აუქციონზე გაიყიდება. სარეალიზაციოდ გამოტანილია ყურძნის, ვაშლის, მსხლის, ბალისა და ვაზის საძირე ნერგები, რომლის შეძენაც შესაძლებელია www.eAuction.ge -ზე. აღნიშნული ნერგების ყიდვა დაინტერესებულ პირებს მაღაზია „კალათაშიც“ შეეძლებათ. 

ერთეული ნერგის საწყისი ღირებულება (ვაშლისა და მსხლის შემთხვევაში) 4 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაზის საძირე რქის ერთეულის საწყისი ღირებულება 75 თეთრია.

აუქციონზე გამოტანილია შემდეგი ჯიშის ნერგები:

ვაშლი - აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი "რეინდერსი", გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა;

მსხალი - კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი.

ბალი - კოლტი, კორდია.

ვაზის საძირე ნერგი - 101-14mgt - ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762 ბერლანდიერი რიპარია, richter100- ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A ბერლანდიერი რიპარია, 5 C ბერლანდიერი რიპარია.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია დარეკოთ 2 601 601





სხვა ამბები

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაწვრილებით  

დემონსტრანტებმა კიევში მდებარე რუსულ ბანკს ალყა შემოარტყეს

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა - Сбербанк, ოფიციალურად მიმართა უკრაინის პოლიციას, რათა დაეცვა უკრაინის დედაქალაქში მდებარე ბანკის მთავარი შენობა ანტირუსული საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან, რომელთაც „სბერბანკის“ შენობას ალყა შემოარტყეს და მოითხოვდნენ უკრაინაში ამ ბანკის საქმიანობის აკრძალვას. ამავე ბანკის კიევში მდებარე სხვა ფილიალები მუშაობას განაგრძობდნენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 21.10.17
16:00-18:00
Clear skyfrom east-southeast15°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
კვირა 22.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest15°C0.1m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east9°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31