05:13:07

ფირნიშები
Share |

ჯიღაურას მეურნეობის ხეხილისა და ვაზის ნერგები აუქციონზე გაიყიდება

მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი ნერგები აუქციონზე გაიყიდება. სარეალიზაციოდ გამოტანილია ყურძნის, ვაშლის, მსხლის, ბალისა და ვაზის საძირე ნერგები, რომლის შეძენაც შესაძლებელია www.eAuction.ge -ზე. აღნიშნული ნერგების ყიდვა დაინტერესებულ პირებს მაღაზია „კალათაშიც“ შეეძლებათ. 

ერთეული ნერგის საწყისი ღირებულება (ვაშლისა და მსხლის შემთხვევაში) 4 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაზის საძირე რქის ერთეულის საწყისი ღირებულება 75 თეთრია.

აუქციონზე გამოტანილია შემდეგი ჯიშის ნერგები:

ვაშლი - აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი "რეინდერსი", გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა;

მსხალი - კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი.

ბალი - კოლტი, კორდია.

ვაზის საძირე ნერგი - 101-14mgt - ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762 ბერლანდიერი რიპარია, richter100- ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A ბერლანდიერი რიპარია, 5 C ბერლანდიერი რიპარია.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია დარეკოთ 2 601 601





სხვა ამბები

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
09:00-12:00
Clear skyfrom southwest1°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31