08:12:40

Share |

ოთხ წელიწადში თუშეთში 11 ახალი სასტუმრო გაიხსნა – გიგლა აგულაშვილი

2012 - 2016 წლების მონაცემებით, თუშეთის საოჯახო სასტუმროების რაოდებობა 36-დან 47-მდე გაიზარდა. იქ უფრო დიდი ინფრასტრუქტურაც შენდება, კერძო ინვესტორები არიან ხშირად აქ აქტიურად ჩართულები. თუშეთში არსებული სასტუმროები და საწოლები დაუკავებელი არ რჩება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. 

მინისტრის ინფორმაციით, ოთხ წელიწადში თუშეთში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 170-დან 227-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, თუშეთის მოსახლეობის შემოსავალმა 2013 წელს 875 ათასი ლარი, 2016 წელს კი 1 337 ათასი ლარი შეადგინა.

„ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებასაც უკვე გეგმავს საქართველოს მთავრობა – გზას ვგულისხმობ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს თუშეთში“,- აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის სეზონზე თუშეთს 13 558 ვიზიტორი ეწვია.



ფირნიშები

სხვა ამბები

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა. დაწვრილებით  

თელავში „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს [Photos]

თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ქვეითთა „ზებრა“ გადასასვლელი ყურძნებით მოხატეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს იდეის ავტორმა გიორგი ორკოდაშვილმა უთხრა, კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31