01:58:12

Share |

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად 600 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიამ თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს გამოყოფაზე ამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად, რითაც ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში სესხის პირობების გამო არსებული შეფერხება დასრულდება.

ევროკავშირი აქამდე უკრაინას სთხოვდა, ჯერ მოეხსნა უკრაინის ხის მასალების ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, თუმცა ბოლოს შეარბილა ეს მოთხოვნა და განაცხადა, რომ ახლა უკვე შეიძლება თანხის გამოყოფა, რადგან ქვეყნის მთავრობამ ამ ზომის შემცვლელი კანონპროექტი წარადგინა.

„უკრაინამ დიდი ძალისხმევა გასწია მისი ეკონომიკის სტაბილურობისა და რეფორმირებისთვის, მის მიწაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად“, - განაცხადა 16 მარტს კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ.

ევროკავშირმა სესხს ეკონომიკის მოდერნიზებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნებ იდაუკავშირა. ამ პაკეტით ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სესხი 2014 წლიდან დღემდე 2.8 მილიარდ ევროს უტოლდება.



ფირნიშები

სხვა ამბები

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

პაკისტანში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ გუშინ სამხრეთ პაკისტანში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 ბავშვია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31