23:14:18

ფირნიშები
Share |

საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს

საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა და მისი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

„ეს ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა, რომ შეიზღუდოს ჩამოსასხმელი სახით ღვინის გატანა, რათა არ მოხდეს შემდეგ ამ ღვინის გაბერვება. ჩვენ საქართველოში შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რამდენი ღვინო ისხმება და გადის. როდესაც გადის ქვეყნის გარეთ, მისი კონტროლი ჩვენს ძალებს აღემატება. არაა საუბარი კონკრეტულ ბაზარზე, ეს არის ზოგადად მოთხოვნა. ასევე მოთხოვნა ქართულ ღვინოზე წლიდან წლამდე იზრდება, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია და ნაკლებად არის საჭიროება, რომ ღვინო ჩამოსასხმელი სახით გავიდეს ქვეყნიდან და სჯობს ეს ფული ქვეყნის შიგნით დაიხარჯოს“, - განუცხადა „ბიზნესკონტაქტს“ გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 20,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
03:00-06:00
Fairfrom west-northwest19°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31