07:29:59

ფირნიშები
Share |

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სოფელი - 2017-2020 წლების სტრატეგია [Video]

საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია წარადგინა. პროექტი დასახლებების სივრცით მოწყობას, აგროწარმოების და ტურიზმის განვითარებას და სოფლების ინტერნეტიზაციას გულისხმობს. ასევე, სამწლიანი სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

სტრატაეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში კოორდინირებას საკოორდინაციო საბჭო გაუწევს, რომელსაც სათავეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუდგება.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სოფელი უნდა წარმოადგენდეს სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილ მიზიდულობის ახალ ცენტრს, როდესაც ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით ისარგებლებენ, როგორც სოფლის მცხოვრებლები, ისე სოფელში ჩასული ტურისტები.

„თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როცა ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ადამიანი, რომელსაც, როგორც ქალაქად, ისე სოფლად ცხოვრების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას.

„სოფლის, ქალაქის, ქვეყნის ყველა მოსახლე მალე, სულ რამდენიმე დღეში ისარგებლებს უვიზო მიმოსვლის სიკეთით. ეს კიდევ ერთი ფურცელია საქართველოს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ეს ის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეექმნათ, რათა დაამყარონ კავშირები ევროპაში შესაძლო პარტნიორებთან, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, შეიცნონ და გამოიყენონ ის ახალი შესაძლებლობები, რასაც უვიზო მიმოსვლა სთავაზობს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დიდი სტიმული იქნება სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის - სოფლებში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესდება წვდომა მომსახურების სფეროზე. მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეფექტურ კოორდინაციას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რაც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.



სხვა ამბები

ბოდბის წმინდა გიორგის ტაძარში ხატებს რესტავრაცია ჩაუტარდა [Photos]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოდბეში, წმინდა გიორგის ტაძარში არსებული ხატების რესტავრაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, აღდგა ფერწერული ხატები, იკონოსტასს მოცილდა ბრინჯაოს საღებავი, შეივსო და დაიფარა კანკელის დაკარგული ადგილები და მოხდა კანკელის მერქნის დეზინსექცია. დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ახდენდნენ ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 24.11.17
12:00-18:00
Partly cloudyNNW3°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest1°C0.7m/s
0mm
შაბათი 25.11.17 12:00-18:00
Fairfrom northwest3°C2.2m/s
0mm
კვირა 26.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast2°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 27.11.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31