05:56:13

ფირნიშები
Share |

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სწრაფად გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად - პრემიერი

ყველაფერი ეს კეთდება რათა გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა შესაძლებლობებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის გავიათარების 2017-2020 წლების სტრატეგიიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, სტრატეგია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განსაზღვრავს თანამედროვე ქართული სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, ევროკავშირსა და გაერო-ს განვითარების პროგრამას, რომელთა მხარდაჭერითა და დახმარებით შესაძლებელი გახდა მთავრობას ეს სტრატეგია შეემუშავებინა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთიანი ხედვით, სწორი და გათვლილი სტრატეგიითა და მიდგომით არის შესაძლებელი არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისათვის გადადგმულმა ძალიან მნიშვნელოვანმა და ეფექტიანმა ნაბიჯებმა შექმნა სრული საფუძველი იმისათვის, რომ გადავიდეთ სოფლის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე, უფრო მასშტაბურ ხედვაზე და ამ ხედვის მთავარი ამოსავალი სოფლად არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისებაა. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა შესაძლებლობებს შორის”, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს არსებობს ყველა საფუძველი რათა დაიწყოს თანამედროვე სოფლის განვითარება.

„ალბათ ყველა იკითხავს: რა არის თანამედროვე სოფელი? ეს არის სოფელი, რომელშიც სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილია მიზიდულობის ახალი ცენტრები, ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით სარგებლობს, როგორც სოფლის მოსახლე, ასევე საქართველოში სოფლად ჩამოსული ტურისტი. თანამედროვეა სოფელი, როცა ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როდესაც ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



სხვა ამბები

მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ – პრემიერი

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა. დაწვრილებით  

რა მდგომარეობა იყო ბათუმში არეულობის შემდეგ [Photos]

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან საპროტესტო აქცია 11 მარტს დაიწყო, რაც მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის და კერძო პირების კუთვნილი ავტომობილები და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
10:00-12:00
Rainfrom east-southeast18°C0.6m/s
0.9mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31