00:17:24

ფირნიშები
Share |

„ხაჭაპურის ინდექსი“თებერვალში წინა წელთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა

თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.66 ლარი ღირდა, - ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, აღნიშნული ციფრი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით გაზრდილი.

კვლევის ავტორები წინა თვესთან შედარებით შემცირებულ ფასს ფასების სეზონურ კლებას უკავშირებენ. საქართველოს რეგიონების მიხედვით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმერული ხაჭაურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ფასები მსგავსია, თუმცა ფასები განსხვავდება ქუთაისში. ქუთაისში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.95 ლარი იყო.

„ხაჭაპურის ინდექსი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ხაჭაპურის ინდექსს კვლევის ავტორები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვლიან. ხაჭაპურის ინდექსის კალათში შედის სტანდარტული იმერული ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების გათვალისწინებით.



სხვა ამბები

გზის პირას მოწყობილი ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანში 15-მდე ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პარაჩინარის სათემო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი შიიტების უმცირესობით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. დაწვრილებით  

წმინდა სინოდის სხდომა სავარაუდოდ 7 მარტს გაიმართება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. პროტოპრესვიტერის მამა გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა სავარაუდოდ, 7 მარტს გაიმართება. მისივე თქმით, ოფიციალურად სხდომის თარიღს საპატრიარქო გამოაცხადებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31