19:38:18

ფირნიშები
Share |

გუდაურში საბაგიროს ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება

გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

პრემიერის ინიციატივით, საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, სადამდეც გუდაურის საბაგირო მივა. მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

საკონფერენციო ცენტრის პროექტი ევროპული ანალოგების მაგალითზე განხორციელდება, რომლებიც წარმატებით, მთელი წლის განმავლობაში, თითქმის 365-დღიანი დატვირთვით ფუნქციონირებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისი შეფასებით, გუდაურში მსგავსი სივრცის არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

პროექტით კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, განიხილება წინადადებები საინვესტიციო პარტნიორობის თაობაზე.



სხვა ამბები

მამა გიორგიმ დაკითხვის პროცესი ჩაშალა - პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, როგორც კი პროკურატურამ ბრალდებულისათვის კრიტიკული შეკითხვების დასმა გადაწყვიტა, დეკანოზმა მამალაძემ საერთოდ უარი განაცხადა შეხვედრაზე. მისი თქმით, დაცვის მხარემ დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით ჩაშალა. 

დაწვრილებით  

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 18.02.18 12:00-18:00
Rainfrom southwest3°C1.2m/s
2.2mm
ორშაბათი 19.02.18 12:00-18:00
Cloudyfrom southeast1°C0.9m/s
0mm
სამშაბათი 20.02.18 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest1°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31