00:37:17

ფირნიშები
Share |

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა [Video-Photos]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, კახეთში მოქმედ რამდენიმე ქართულ კომპანიას ეწვია და საწარმოო პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილმა სოფელ კურდღელაურში რძის გადამამუშავებელი საწარმო და სოფელ ნაფარეულში „ტყუპების ღვინის მარანი“ დაათვალიერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ 12 იანვარს დაიწყო. ამ კამპანიით გიორგი მარგველაშვილი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე ეწვია ქართლისა და აჭარის ქართულ საწარმოებს და მოსახლეობას სამამულო პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


სხვა ამბები

ბელგიაში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მანქანით ხალხში შეჭრა სცადა

ბელგიის პოლიციამ საფრანგეთის მოქალაქე დააკავა, რომელმაც ქალაქ ანტვერპენში ავტომობილით ფეხით მოსიარულეებში შეჭრა სცადა. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, საფრანგეთის სანომრე ნიშნებიანი მანქანა შუქნიშნის წითელ სინათლეზე არ გაჩერდა და დიდი სისწრაფით გაემართა ხალხით სავსე ქუჩისკენ, რა დროსაც პოლიციამ მისი შეჩერება შეძლო.

დაწვრილებით  

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ფოთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ მათ დღეს დილით შეიტყვეს. გათავისუფლებულების ინფორმაციით, ამიერიდან სანაპირო დაცვის ბაზის ტერიტორიას წვევამდელები დაიცავენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 14.12.17
05:00-06:00
Fairfrom east-northeast1°C0.3m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north-northeast0°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.3m/s
0mm
შაბათი 16.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.9m/s
0mm
კვირა 17.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31