13:18:54

Share |

მწყერი და მწყერის კვერცხი გურჯაანიდან - 22 წლის ნინო წინწალაშვილის ბიზნესი

22 წლის ნინო წინწალაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მწყერების ფერმა აქვს. ნინო მწყერის ხორცისა და სპეციალურ კონტეინერებში შენახული კვერცხის რეალიზაციას რესტორნებსა და მაღაზიებში ახდენს. ერთი მწყერი 2.50 ლარი, კვერცხი კი 20 თეთრი ღირს. 

როგორც ნინო წინწალაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, ბიზნეს იდეის განხორციელებაში მას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა. პროექტის ფარგლებში მიღებული 5 ათასი ლარით მწყერის საპუტი, ინკუბატორი და საკვების საღერღი შეიძინა. ნინოს თქმით, მწყერის კვერცხს ძირითადად დიაბეტით და ძვლის დაავაადებების სამკურნალოდ ყიდულობენ.

„ბისნეს იდეა ბავშვობაში გამიჩნდა, როდესაც ბიძას სახლში მოჰყავდა მწყერები. ამ იდეის განსახორციელებლად გრანტის მოპოვება სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შევძელი.  ინკუბატორი, მწყერის საპუტი და საკვების საღერღი შევიძინეთ. ჩვენი გალიები 500 მწყერზეა გათვლილი. ზამთარში მწყერის შენახვა რთულია და ამ პერიოდში მწყერის რაოდენობა შედარებით შევამცირეთ. ხვალ ჩავალაგებთ 100 კვერცხს ინკუბატორში და ზაფხულში ისევ ბევრი გვეყოლება. მწყერის ხორცს ძირითადად რესტორნები ყიდულობენ. კვერცხი კი დიაბეტის და ძვლის დაავადებების სამკურნალოდ მიაქვთ“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნინო წინწალაშვილმა.

ნინო წინწალაშვილი თბილისის სამედიციონო უნივერსიტეტში სტომატოლოგიური ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია. მისივე თქმით, მომავალში წარმოების გაზრდას და პროდუქტის რაიონებში გატანას გეგმავს.





ფირნიშები

სხვა ამბები

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

დაწვრილებით  

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვით მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
18:00-00:00
Cloudyfrom east15°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C2.0m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Light rainfrom east-northeast17°C1.9m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31