06:04:35

ფირნიშები
Share |

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - ენერგეტიკის მინისტრი

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით,  ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. გაზის ფასზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 24 ივლისამდე იმსჯელებენ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში - დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება.

„არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით. დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ მოხდება ტარიფის გათანაბრება ძველი და ახალი აბონენტებისთვის.

„2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ არსებული ახალი აბონენტები რეგიონებში და 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ არსებული ახალი აბონენტები თბილისში არ არიან მოქცეული ამ სატარიფო რეჟიმში, იქ ფასი არის დერეგულირებული, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ რეგულაციის და რეჟიმის გაუქმება და შემოყვანა ჩვეულებრივ რეგულაციაში. საფასური დადგინდება ერთიანი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან დღეს რეგულირებულ ნაწილში მოქცეული და ასევე იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც არიან დერეგულირებულ ნაწილში მოქცეულნი. სხვადასხვა ფასებია, როგორც რეგულირებულ ნაწილში ასევე დერეგულირებულში, თუმცა ეს ფასები გათანაბრდება,“ - განაცხადა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.



 

 

სხვა ამბები

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

დაწვრილებით  

თელავში „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ რეგიონული ოფისი დაარბიეს

თელავში, არჩილ მეორეს ქუჩაზე „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ რეგიონული ოფისი დაარბიეს. კავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, უცნობი პირები მათ ოფისში მაშინ შეიჭრნენ, როცა ისინი სადილობდნენ. დაზიანებულია ელექტროსადენები და ინვენტარი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
10:00-12:00
Rainfrom east-southeast18°C0.6m/s
0.9mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31