01:54:45

Share |

იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენის „FOODEX JAPAN 2017“-ის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას.

გამოფენაზე სულ 11 ქართული, მათ შორის 6 ღვინის კომპანია - „მეღვინეობა ხარება“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კომპანი“ და „შუხმანის ღვინოები“ იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ოფიციალურ გახსნასა და ქართული ღვინის პრეზენტაციას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.

ქართული ღვინის სემინარს, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისუფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, იაპონელი ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესს განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ გამოხატავენ.

„იაპონიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია. იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული აქტივობები ამ ქვეყანაში მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას“, - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.



ფირნიშები

სხვა ამბები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების თარიღი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობამ გმირთამოედანზე აღნიშნეს. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მეომრები გაიხსენეს. 

დაწვრილებით  

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა ეუთოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ ფანგანმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონიდან“ 2017 წლის 1-3 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31