05:50:59

ფირნიშები
Share |

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის“ ჯილდო მოიპოვა

„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ - „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - „ბრილიანტი“ (Diamond Trophy) მოიპოვა. ეს ღვინო თებერვლში  „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად.

ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება  ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

აღნიშნულ კონკურსში ქართულმა ღვინომ უკვე მეორედ დაიმსახურა ეს უმაღლესი ჯილდო. 2015 წელს „ბრილიანტი“ მიიღო კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“.



სხვა ამბები

კახეთში დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც შეკეთების სამუშაოები დაიწყო.

დაწვრილებით  

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოთხილამურე დაიღუპა

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. გარდაცვლი უნგრელი მოთხილამურეა, რომელიც ყაზბეგში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა კობის მხარეს მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
10:00-12:00
Rainfrom east-southeast18°C0.6m/s
0.9mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31