07:15:52

ფირნიშები
Share |

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა აპრილიდან გაგრძელდება

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და ის აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება“, - ეს განცხადება ეკონომიკისა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 „შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზანი - აპრილში ვიწყებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალ ეტაპს და გვინდოდა ამ პროგრამით მოსარგებლე, წარმატებულ ადამიანებთან გვესაუბრა, რათა გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომლებიც მათ ჰქონდათ. გვინდა შევქმნათ ერთმანეთთან ურთიერთობის პლატფორმა. ვთვლით და ჩანს კიდეც, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს თავის თავზე მეწარმეობის რისკი და პასუხისმგებლობა, ხოლო შემდგომ წარმატებული მათგანი უკვე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ასაქმებს სხვა ადამიანებს. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს და რომელმაც წარმატება და სწრაფი განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენ ეკონომიკას“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულებაა, რომელიც ორი წელია საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე, გადამზადებულთა 8800 ადამიანი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5100 ადამიანს შეადგენს.



სხვა ამბები

რუსეთიდან კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობის კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

დაწვრილებით  

მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა

22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 29.06.17
11:00-12:00
Light rain showersfrom east-northeast25°C1.0m/s
0.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast26°C1.9m/s
1.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW24°C2.2m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-northeast25°C1.5m/s
1.1mm
შაბათი 01.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast27°C0.3m/s
0mm
კვირა 02.07.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31