00:05:26

ფირნიშები
Share |

მეფუტკრეობის კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება თბილისში ჩაუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) 3 აპრილამდე შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იმ პრეტენდენტს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;
  • საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;
  • განაცხადის წარდგენის მომენტისათვის განმახორციელებლისგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების შესახებ ან/და მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და ხარვეზი გამოასწორა;
  • მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;
  • იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არარის 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო
  • საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;
  • არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება და ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება;
  • სკების მოთხოვნის შემთხვევაში იმ მაღალმთიან დასახლებებში რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება საკუთრებაში აქვს არანაკლებ 30, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში - არანაკლებ 60 სკა.
  • პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220-ლიტრიანი) ავზები, ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.

პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველიაღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალკ-ცალკე.

იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ დაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათღირებულების 20%-ის ოდენობით.

კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდებასაქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამისფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობებისმატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტებისხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობისუზრუნველყოფა.



სხვა ამბები

თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა

თურქეთის უშიშროების ძალებმა 18 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სირიიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დაკავებულებს შორისა არის წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

დაწვრილებით  

არხის საკონტროლო პაკეტის მისაღებად ახალ შპს-ს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დავაფუძნებთ - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ტელევიზიის 91%-ის მფლობელებისგან ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31