06:52:43

ფირნიშები
Share |

ხამონის წარმოებისთვის კახეთში ღორების ფერმა აშენდება

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ფონდი „Iberico Deraza”-სთან ერთად განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას და ფერმების მშენებლობას. ასევე დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან მსოფლიოში ცნობილი ჰამონის (ლორის), სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პროექტის საინვესტიციო მოცულობა და მისი განხორციელების ვადები.

საპარტნიორო ფონდსა და კომპანია – NATIVE GEORGIAN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2016 წლის 30 აგვისტოს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, NATIVE GEORGIAN ადგილობრივ ფერმერებთან ერთად შექმნის ღორების ფერმას, ერთს კახეთში და მეორეს რაჭაში, ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით. კომპანია 6 წლის განმავლობაში 1 200 შერჩეული დედა ღორის მოშენებას და საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას გეგმავს.

ხამონი (ესპ. jamón) სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში აწარმოებენ და მსოფლიოშია აღიარებული.



სხვა ამბები

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

თბილისში მოკლე მარშუტებზე მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, თბილისში, მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდება მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს და დღეიდან 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება, ხოლო 80-თეთრიან ტარიფი არ შეიცვლება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
11:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.2m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast12°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west8°C1.3m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Light rainfrom northwest6°C3.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31