06:02:26

Share |

2 თვეში საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ეკონომიკის მინისტრის ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია (+35%), პოლონეთი (+30%), ბულგარეთი (+29%) და საფრანგეთი (+19%). ასევე ზრდა ფიქსირდება გაერთიანებული სამეფოდანაც (+26%). მისივე თქმით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+438%), უზბეკეთი (+211%), ინდოეთი (+129%), ისრაელი (+65%), ჩინეთი (+38%) და რუსეთი (+36%).

ქეთევან ბოჭორიშვილმა 2017 წლის თებერვლის მონაცემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს თებერვალში 368,010 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 7,608-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +2.1%). მიმდინარე წლის თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 139,918 შეადგინა, რაც 19,703-ით მეტია 2016 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.4%).

2017 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია +39%, პოლონეთი +34%, და ბულგარეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან - ირანი +321%, უზბეკეთი +196%, ინდოეთი +108%, ისრაელი +49% და რუსეთი +31%. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა გაერთიანებული სამეფოდანაც +29%.



ფირნიშები

სხვა ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - პოლიციამ 27 წლის მამაკაცი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავა.

დაწვრილებით  

UrbanX - ბორბალი, რომელიც ნებისმიერ ველოსიპედს ელექტრონულად გარდაქმნის [Video]

სატერფულიანი ტიპის ველოსიპედის ელექტრო ველოსიპედად გარდაქმნა ამჯერად სავსებით შესაძლებელია ახალი ტიპის ბორბლებით, რომელიც სტარტაპ UrbanX-ის მიერაა წარმოდგენილი და საკმაოდ მარტივი, პრაქტიკული და იაფი საშუალებაა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31