20:32:08

Share |

ვირის რძის წარმოების მიზნით, საქართველოში ვირების პირველი ფერმა გაიხსნა

გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში, ფერმერმა თემურ ლომიძემ საქართველოში ვირების პირველი ფერმა გახსნა. მას მეურნეობაში 60 სახედარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიძინა. მისივე თქმით, ვირის რძე ბავშვის საკვებად, მედიცინაში, ასევე, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი ღირს.

„ვირების ფერმის გახსნის იდეა მეგობარმა შემომთავაზა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 6 თვე დავდიოდი ვირების საყიდლად და ბოლოს 60 სულამდე შევაგროვე. საქართველოში ვირის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ტვირთი ზიდოს. საზღვარგარეთ კი ვირის რძისგან სამედიცინო და კოსმეტიკურ პრეპარატებს კლეოპატრას დროიდან ამზადებენ. ვირის რძეში არის ლაქტოზა, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს. ვირის რძეს ცე ვიტამინი და კალცი აქვს ძალიან მაღალი შემცველობით, რაც ბავშვების იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. იტალიაში არის ფერმები, რომელიც პირდაპირ არის მიბმული საბავშვო ბაღებთან და დილით ყველა ბავშვს 60 გრამ რძეს ასმევენ. ვირის რძე ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბავშვის საკვებს ამ რძისგან ამზადებენ. საქართველოში თუ ეს მოთხოვნა არ გავაჩინეთ, ევროპას ვერასდროს გავუთანაბრდებით. იქ სუპერმარკეტში იყიდება ეს რძე. საქართველოში ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი ღირს.თითო ვირი დაახლოებით 250-300 გრამს იწველება. ჩვენი მიზანი ვირის რძის წარმოებაა“,- განაცხადა გადაცემა „ფერმაში“ თემურ ლომიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ფერმაში ვირების რაოდენობის 100 სულამდე გაზრდას გეგმავს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



ფირნიშები

სხვა ამბები

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა კიდევ 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი 353-ე პრიმა მუხლით და 225-ე მუხლით. რაც მასობრივ არეულობას პოლიციელზე ან სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

დაწვრილებით  

თბილისში ვიზალიბერალიზაციას საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ [Photos]

თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიება „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები უმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ისე ევროპულ კერძებს სთავაზობენ. ქუჩაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას იღებენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28
30 31