23:57:30

ფირნიშები
Share |

100 გრამი ფსტა 5 ლარი ღირს – როგორ მოვაშენოთ ფსტის ნერგები


თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებში 100 გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა. „ფისტაშკას“ ფსტის ნაყოფისგან აფასოებენ. ფსტა საქართველოშიც ხარობს და უკვე მისი ნერგების შეძენაცაა შესაძლებელი.

ფსტის ჯიშის ნერგების გაყიდვა რამდენიმე თვის წინ ფერმერმა გიორგი მასურაშვილმა დაიწყო. მისი თქმით, საზღვარგარეთიდან საუკეთესო სათესლე მასალა შემოაქვს, თესავს და თითო ნერგს 25 ლარად ყიდის. ფერმერმა 30 მეასედზე საკუთარი ბაღიც მოაშენა. როგორც გიორგი მასურაშვილი ამბობს, ფსტის მოყვანა საკმაოდ მომგებიანია, მოვლა არ სჭირდება და ბაზარზე ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვანების ღირებულებას, ბევრად აღემატება.

„პირველად მაღაზიაში ვნახე ნაყოფი და დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ საბერძნეთში ახლობელს აქვს ბაღი. საქართველოში ფსტის ისეთი ხეები არ გვაქვს, რომ სანამყენე კვირტები ავიღოთ, ამიტომ თესლის შემოტანა დავიწყე საბერძნეთიდან და ირანიდან. 180 ევროს ვიხდი, კილოგრამში დაახლოებით 350 მარცვალია, მაგრამ ყველა მარცვლიდან ნერგი არ ამოდის, 40-ზე მეტი ნერგი ვერ გამოვიყვანეთ. ინტერნეტში სათესლე მასალის ყიდვა 40 დოლარადაც შეიძლება, მაგრამ შეიძლება უვარგისი ჯიში გამოდგეს“, – უთხრა გიორგი მასურაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ფერმერი საზღვარგარეთიდან შემოტანილ თესლს ნახევარლიტრიან კონტეინერებში თესავს და გაღივებიდან ერთ კვირაში ყიდის: „კაკლის სხვა ჯიშები 2-3 წლიანიც შეიძლება დაირგოს, მაგრამ ფსტის დარგვა ასე არ ხდება. ძალიან დიდ ფესვს იკეთებს, 3 დღის ნერგს 25 სანტიმეტრი ფესვი აქვს. ამიტომ, სხვა კულტურებისგან განსხვავებით ძალიან ადრე ირგვება. ფესვთა სისტემა მიწაში 60 მეტრ სიღრმეზე ჩადის, რის გამოც გამტარ ნიადაგზე უნდა დაირგოს“, - აღნიშნა მასურაშვილმა.

ფერმერს ფსტის ბაღი ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში აქვს. მისი თქმით, პირველ მოსავალს 8-12 წლის შუალედში მიიღებს. 15 წლის ხე საშუალოდ 10 კილოგრამ ნაყოფს ისხამს. მოსავლის მისაღებად მხოლოდ ხის დარგვა და პერიოდულად მორწყვაა საჭირო.

„პირველ ორ წელიწადს უნდა მოძლიერდეს ნერგი, შემდეგ უკვე თვითონ მიხედავს თავის თავს“, - ამბობს გიორგი მასურაშვილი.

ფსტის (იგივეა რაც ფისტა) ხე მშრალ ნიადაგზე, ნახევარუდაბნოს პირობებში ხარობს. ვერ იზრდება თიხნარსა და ჭაობიან ნიადაგზე. უძლებს - 40 გრადუს ყინვას და +50 გრადუსამდე სიცხეს. ცოცხლობს 250-300 წელი.

ფსტა (ლათ. Pistacia) — მცენარის გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისაა. გვარში 20 სახეობაა, ბუჩქები და ხეებია. ველურად იზრდება საკმლის ხე ანუ კევის ხე (ლათ. Pistacia mutica), რომელიც საქართველოშიც გვხვდება, დიდი რაოდენობით ვაშლოვანის ნაკრძალში. მრავლდება თესლით მყნობით, საძირედ იყენებენ საკმლის ხის ნერგებს. გვალგამძლეა, ძვირფასი ნაყოფი აქვს. მერქანს სახარატო საქმეში იყენებენ. პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მშრალ ადგილებში.



 


სხვა ამბები

სირიაში მომხდარი ორი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში არსებულ ძველ რაიონში 11 მარტს ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაწვრილებით  

პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი. ავტომანქანის ჩხრეკისას, სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
04:00-06:00
Clear skyfrom west-southwest11°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2016 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31