17:48:26

გურჯაანში იყიდება კერძო საწარმო სასაწყობე და კომერციული ფართებით [R]

გურჯაანში იყიდება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწარმო, სასაწყობე კომერციული ფართებით. საწარმო აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და მანქანა-დანადგარებით: ბლოკის საწარმო; ამწეკრანი [5ტ]; ბეტონის მიქსერი ამწეს კამაზზე [2 ცალი]; ავტომტვირთავი [TO-18, 2 ცალი]; სასაწყობე ფართები; ბეტონის კვანძი; რკინიგზის ჩიხი.

ვრცლად

 

გუდაურში საბაგიროს ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება

გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

ვრცლად

 

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა [Video-Photos]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, კახეთში მოქმედ რამდენიმე ქართულ კომპანიას ეწვია და საწარმოო პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა.

ვრცლად

 

მწყერი და მწყერის კვერცხი გურჯაანიდან - 22 წლის ნინო წინწალაშვილის ბიზნესი

22 წლის ნინო წინწალაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მწყერების ფერმა აქვს. ნინო მწყერის ხორცისა და სპეციალურ კონტეინერებში შენახული კვერცხის რეალიზაციას რესტორნებსა და მაღაზიებში ახდენს. ერთი მწყერი 2.50 ლარი, კვერცხი კი 20 თეთრი ღირს. 

ვრცლად

 

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - ენერგეტიკის მინისტრი

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით,  ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. გაზის ფასზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 24 ივლისამდე იმსჯელებენ.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4765 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4596 ლარი იყო.

ვრცლად

 

იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 42-ე საერთაშორისო გამოფენის „FOODEX JAPAN 2017“-ის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია მოიცავდა ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის 8-ათასწლიანი განვითარების მოკლე მიმოხილვას.

ვრცლად

 

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ბრალდებით დააკავეს - GuriaNews

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივე მედია ორგანიზაცია „გურია ნიუსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სუს-ში ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაკეთდება.

ვრცლად

 

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის“ ჯილდო მოიპოვა

„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ - „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - „ბრილიანტი“ (Diamond Trophy) მოიპოვა. ეს ღვინო თებერვლში  „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად.

ვრცლად

 

იანვარ-თებერვალში საქართველოდან 8 777 275 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში  8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 20,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ  მაჩვენებელზე.

ვრცლად

 

ფინკა ბანკი მზადაა შეასრულოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები [R]

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ზრდა 50 მილიონ ლარამდე 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

ვრცლად

 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა აპრილიდან გაგრძელდება

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია და ის აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება“, - ეს განცხადება ეკონომიკისა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ვრცლად

 

მეფუტკრეობის კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება თბილისში ჩაუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) 3 აპრილამდე შეუძლიათ.

ვრცლად

 

ხამონის წარმოებისთვის კახეთში ღორების ფერმა აშენდება

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ფონდი „Iberico Deraza”-სთან ერთად განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას და ფერმების მშენებლობას. ასევე დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან მსოფლიოში ცნობილი ჰამონის (ლორის), სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.

ვრცლად

 

თელავში ფერმერებს მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს

თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ გააცნო.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4289 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4289 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4289 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4828 ლარი იყო.

ვრცლად

 

2 თვეში საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვრცლად

 

სამხრეთ კორეაში მსოფლიოს პირველი ბრაილის შრიფტიანი საათი დაამზადეს [Photos]

სამხრეთ კორეულმა ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Dot-მა მსოფლიოს პირველი ბრაილის შრიფტის მქონე მაჯის საათი დაამზადა.

ვრცლად

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარი გახდა

პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4828 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5494 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 მარტს შევა ძალაში.

ვრცლად

 

18 წლის ბექა შავაძემ ლაგოდეხში სანერგე მეურნეობა შექმნა [Photos]

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში 18 წლის ბექა შავაძეს სანერგე მეურნეობა აქვს. ბექა კურკოვან და თესლოვან ხეხილის ნერგებს (ალუჩა, ტყემალი, ხურმა), ასევე დეკორატიულ მცენარეებს თავად ამყნობს. იგი ამბობს, რომ სამყნობი ხეხილის ჯიშები მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შეარჩია. ამ დროისთვის სულ 3 ათასი ძირი აქვს დამზადებული.

ვრცლად

 

გვერდი 5 / 157

ფირნიშები

სხვა ამბები

გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

დაწვრილებით  

რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ფლავში მცხოვრები, 43 წლის კახაბერ ქისიშვილი დააკავეს. გატაცება ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან მოხდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30