18:32:56

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4289 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4289 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4289 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4828 ლარი იყო.

ვრცლად

 

2 თვეში საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვრცლად

 

სამხრეთ კორეაში მსოფლიოს პირველი ბრაილის შრიფტიანი საათი დაამზადეს [Photos]

სამხრეთ კორეულმა ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Dot-მა მსოფლიოს პირველი ბრაილის შრიფტის მქონე მაჯის საათი დაამზადა.

ვრცლად

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4828 ლარი გახდა

პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4828 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5494 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 მარტს შევა ძალაში.

ვრცლად

 

18 წლის ბექა შავაძემ ლაგოდეხში სანერგე მეურნეობა შექმნა [Photos]

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში 18 წლის ბექა შავაძეს სანერგე მეურნეობა აქვს. ბექა კურკოვან და თესლოვან ხეხილის ნერგებს (ალუჩა, ტყემალი, ხურმა), ასევე დეკორატიულ მცენარეებს თავად ამყნობს. იგი ამბობს, რომ სამყნობი ხეხილის ჯიშები მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შეარჩია. ამ დროისთვის სულ 3 ათასი ძირი აქვს დამზადებული.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5494 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5494 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5494 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5837 ლარი იყო.

ვრცლად

 

როგორ გამოიყურება მობილურების ისტორიაში ყველაზე გამძლე მოდელის ხელახალი ვერსია [Video - Photos]

ფინური კომპანია „ნოკიას“ ყველაზე ცნობადი მოდელისა და ისტორიაში ყველაზე გამძლე მობილურ ტელეფონის, Nokia 3310-ის ახალი გამოშვებული ვერსიის პრეზენტაცია Mobile World Congress 2017-ის ღონისძიებაზე შედგა.

ვრცლად

 

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს რეგიონებში ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და USAID-ის პროექტ „Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ვრცლად

 

გადასახადის 34 449 გადამხდელს ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის 2 ივნისიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე, გადასახადის 34 449 გადამხდელს ჯამში 1 451 705 992 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა.

ვრცლად

 

ბოსტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ბოსტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში „Boston Wine Expo” ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

ვრცლად

 

2017 წლის ოსკარი ციფრებში: რა დაჯდა კინოაკადემიის 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალი ტრადიციულად ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გაიმართა. სხვადასხვა გამორჩეული მიზეზების გარდა, ოსკარების წლევანდელმა დაჯილდოებამ ყურადღება ცერემონიალისთვის დახარჯული თანხებითაც მიიპყრო.

ვრცლად

 

თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით, სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს [Photos]

თუშეთში ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების გამოვლენისა და შესაბამისი სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით, საექსპედიციო კვლევები მიმდინარეობს. საველე სამუშაოებს სამთო ექსპერტები ახმეტის რაიონისა და თუშეთის სოფლებში (ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით ახორციელებენ.

ვრცლად

 

„წიწკანას“ კურდღლების ფერმა თუშეთის სოფელ ალისგორში [Photos]

თუშეთში, გომეწრის ხეობაში, კერძოდ სოფელ ალისგორში ზეზვა ელიზბარიძეს კურდღლების ფერმა აქვს. მეურნეობაში გაზდილი კურდღლის ხორცით დამზადებული კერძებით მათივე სასტუმროში „ალისგორში“ მისულ ტურისტებს უმასპინძლდებიან.

ვრცლად

 

2017 წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა აღარ გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობა მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების განცხადებით, ხვნა-თესვის სახელმწიფო პროგრამის გაუქმების და საწვავის გაძვირების გამო, შესაძლოა მიწების დიდი ნაწილი ისევ დაუმუშავებელი დარჩეს.

ვრცლად

 

სოფელ ჯუღაანში11 ჰექტარზე კაკალი გააშენეს

შპს „ვაზი-1“-მა თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში 11.77 ჰექტარზე კაკლი გააშენა. კომპანიამ პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57 801 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

ვრცლად

 

8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან 131 798 784 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ 8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს 4 949 ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 131 798 784 ლარს შეადგენს.

ვრცლად

 

კახეთში მაყვლის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში კენკრის წარმოების განვითარების მიზნით, კახეთში მცხოვრებმა მაყვლის მწარმოებლებმა ასოციაცია შექმნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა, ისინი ერთად მაყვლის შეგროვებას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და პროდუქტის ევროკავშირში გატანას გეგმავენ.

ვრცლად

 

სნო-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება - გიორგი სეთურიძე

სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, 22 პროექტი დაპროექტების სტადიაშია და ისინი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, - ამის შესახებ „საქმიანი დილას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. გიორგი სეთურიძის თქმით, სნო-ომალო ფშაველის, ზემო იმერეთი-რაჭის, საირმე-აბასთუმნის და სვანეთის გზის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება.

ვრცლად

 

ბრიტანელი პროფესიონალები ქართულ კომპანიებს ღვინის გაყიდვაში ეხმარებიან

ინგლისელმა ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა და ღვინის მწერალმა რობერტ ჯოზეფმა ქართულ ღვინის კომპანიებთან ერთად, ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგიული გეგმა განიხილეს.

ვრცლად

 

კახეთში წარმოებული ზეთისხილის მარინადი და ზეითუნის ზეთი ბაზარზე აპრილიდან გაიყიდება

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში წარმოებული ზეთისხილის მარინადი და ზეითუნის ზეთი ბაზარზე აპრილის ბოლოდან გაიყიდება. როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ ხელმძღვანელმა გიორგი საგინაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, პირველი მოსავალი - 40 ტონა ზეთისხილი, გასული წლის ოქტომბერ-ნომებერში აიღეს, ამჟამად კი მისი გადამუშავებისა და დაფასოების პროცესი მიმდინარეობს.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 155

ფირნიშები

სხვა ამბები

ვეტერანებს საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს [Photos]

1-ელ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართა საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია. დაწვრილებით  

შსს ელისო კილაძის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31