19:22:32

ფირნიშები

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ლაგოდეხის, ვაშლოვანის და თუშეთის დაცული ტერიტორიების ექსპოზიციები წარადგინეს

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, რომელიც 23-25 აპრილს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის, ვაშლოვანის და თუშეთის დაცული ტერიტორიების ორიგინალური ექსპოზიციები წარადგინა.

ვრცლად

 

მთავრობა 2011 წლის ბოლომდე ყველა სოფლის გაზიფიცირებას აპირებს

ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მთავრობა საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელში“ დასრულებას 2011 წლის ბოლოსთვის აპირებს. მინისტრის თქმით, გაზიფიცირება განხორციელდება ისეთ ადგილებშიც, რომლებშიც გაზი არ საბჭოთა წყობილების დროს არ ყოფილა.

ვრცლად

 

შეიქმნა სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა სერტიფიცირების პროგრამის ვებგვერდი

ამოქმედდა სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა სერტიფიკაციის პროგრამის ვებ-გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია საიტიდან http://certification.org.ge ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სფეროში პროფესიული სერტიფიცირების წესებსა და პროცედურებს, საგამოცდო პროგრამებს და ტესტების ნიმუშებს, ინფორმაციას სამეწარმეო რეესტრის ვებ-პროგრამის სერტიფიცირებული მომხმარებლების შესახებ.

ვრცლად

 

კომპანია „სოკარი“ აბონენტებს ახალი მრიცხველების დაყენებას ავალდებულებს

კომპანია „სოკარი“ კახეთში მცხოვრებ აბონენტებს, არსებული მრიცხველების გერმანული წარმოების მრიცხველებით შეცვლას ავალდებულებს. „სოკარის“ წარმომადგენლებმა აბონენტები უკვე გააფრთხილეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ.

ვრცლად

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კახეთში ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავა კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს.

ვრცლად

 

ბაკურ კვეზერელი: „ფერმერებს მოსავლის გასაღებაზე პრობლემები არ შეექმნებათ“

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, მოსავლის გასაღებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ფერმერებს პრობლემები არ შეექმნებათ.

ვრცლად

 

ლაგოდეხი - გურჯაანის ავტომაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ლაგოდეხი - გურჯაანის ავტომაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.  როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილემ შოთა უტიაშვილმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში გზა მთლიანად მოასფალტდება.

ვრცლად

 

ლაგოდეხში საგადასახადო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება

22 აპრილს, 12:00 საათზე, ლაგოდეხში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ლაგოდეხის საგადასახადო ცენტრის ახალი ოფისი გაიხსნება. შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მომსახურების ცენტრი ადგილობრივებს მომსახურების ადგილზე მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ვრცლად

 

„ლოპოტა“ ახალ სასტუმროს აშენებს

დასასვენებელი კომპლექსი „ლოპოტა“ ახალ სასტუმროს აშენებს. მენეჯმენტის ცნობით, ახალი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულების პროცესშია და ექსპლოატაციაში ივნისის შუა რიცხვებიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „კომერსანტი“ ავრცელებს.

ვრცლად

 

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. 4,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 171 000 ლარით არის დაფინანსებული.

ვრცლად

 

მცენარეთა დაცვის სამსახური კალიების და პეპლების გავრცელება - გადაადგილებასთან დაკავშირებით კახეთში მონიტორინგს ახორციელებს

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის, მაია მეტრეველის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კალიების და პეპლების გავრცელება-გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს.

ვრცლად

 

გიორგი ღვინიაშვილი: „რეგიონში მიწის დამუშავება ინტენსიურად მიმდინარეობს“

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა, რეგიონში მიწის დამუშავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ვრცლად

 

ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი მესამედ ჩატარდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონს დღეს მესამედ ჩაატარებს.

ვრცლად

 

ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი მესამედ 20 აპრილს ჩატარდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი მესამედ გამოაცხადა. აუქციონი 20 აპრილს ჩატარდება.

ვრცლად

 

თელავში „ქართულ - გერმანული ღვინის სემინარი 2010“ გაიხსნა

თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ღვინის ქარხანა „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ „ქართულ - გერმანული ღვინის სემინარი 2010“ გაიხსნა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ბურკჰარდ შუხმანმა განუცხადა, სემინარის მიზანია საქართველოს მევენახეობა - მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერა, ახალი იდეების დაბადების ხელშეწყობა, მწარმოებელსა და კლიენტს შორის კონტაქტების დამყარება და მათი გაღრმავება.

ვრცლად

 

სეტყვამ კახეთი 1 800 000 ლარით დააზარალა

9 აპრილს ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რეგიონი 1 800 000 ლარით დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 1 300 000 ლარის ზარალი მიიღო, ხოლო ყვარელი 500 000 ლარით დაზარალდა.

ვრცლად

 

ლაგოდეხში შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის ოფისი გაიხსნება

ლაგოდეხში, ქიზიყის 25-ში შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონული ცენტრის ოფისი გაიხსნება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა შოთა გონგაძემ აცნობა.

ვრცლად

 

რეორგანიზაციის შედეგად „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ 80 თანამშრომელი გათავისუფლდა

რეორგანიზაციის შედეგად ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ 80 თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჟანა დიდებაშვილმა განუცხადა, ძირითადად წამკითხველები და მონტიორები გათავისუფლდნენ.

ვრცლად

 

15 - 16 აპრილს თელავში „ქართულ - გერმანული ღვინის სემინარი 2010“ გაიმართება

15 - 16 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ღვინის ქარხანა „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ „ქართულ - გერმანული ღვინის სემინარი 2010“ გაიმართება.

ვრცლად

 

საქართველოში საწვავი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში საწვავი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ინფორმაციით, ფასის გაზრდა საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. კავშირის ცნობით, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი ტონაზე 151 დოლარით, ანუ 23% - ით გაძვირდა.

ვრცლად

 

გვერდი 154 / 157

სხვა ამბები

დღეიდან დიდმარხვა დაიწყო

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, თევზით მხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. დაწვრილებით  

შსს ელისო კილაძის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom northeast19°C0.5m/s
2.4mm
ორშაბათი 29.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east19°C2.2m/s
1.8mm
სამშაბათი 30.05.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast18°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31