08:43:05

ფირნიშები

ჯიღაურას მეურნეობაში ვაშლის, მსხლის, სასუფრე და საღვინე ჯიშის ვაზის ნერგების გაყიდვა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მაღაზია „კალათა“ აგრძელებს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ წარმოებული ხეხილისა და ვაზის ნერგების რეალიზაციას. გასაყიდად გამოტანილია ვაშლის, მსხლის, სასუფრე და საღვინე ჯიშის ვაზის ნერგები.

ვრცლად

 

Soplidan.ge – თელაველი ნათია ნინიკელაშვილის სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზია

Soplidan.ge საქართველოში სოფლის პროდუქტების პირველი ინტერნეტ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტი (ხილ-ბოსტნეული, ფრინველისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, თაფლი, რძის ნაწარმი და სხვა), შეუკვეთოს და მეორე დღეს სახლში მიიღოს. ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა თელაველ 36 წლის ნათია ნინიკელაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ვებ-გვერდის შექმნის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქტების შეთავაზებაა.

ვრცლად

 

ლაგოდეხში ბიო მარწყვის კრეფა დაიწყეს [Photos]

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მდებარე ბიო მარწყვის მეურნეობაში მარწყვის კრეფა დაიწყეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სათბურის მეპატრონემ, მარინე სპანდერაშვილმა უთხრა, ბიო მარწყვი საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტებში იყიდება და კილოგრამის საბაზრო ფასი ამ სეზონზე 10-12 ლარია. მისივე განცხადებით, მათ მიერ მოყვანილი მარწყვი გამორჩეული იმითაა, რომ შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული არაა.

ვრცლად

 

ჩინეთში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება.

ვრცლად

 

საუდის არაბეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელში ქართული ცხვრის ხორცი იყიდება

საუდის არაბეთის მეგა მარკეტების უმსხვილეს სავაჭრო ქსელ „Tamimi Markets“-ის დედაქალაქ რიადის ფილიალებში პირველად სარეალიზაციოდ განთავსდა ქართული ცხვრის დაფასოებული ხორცი. ერთი კილოგრამი ხორცის ფასი ნაჭრეების მიხედვით, 38.95-39.95 საუდური რეალი ღირს, რაც 25.90 ლარის ეკვივალენტია.

ვრცლად

 

ნაფარეული-ლაფანყურის 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის რაიონში, ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 კილომეტრიან გზის სავალ ნაწილს, ორ ხიდს, ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

ვრცლად

 

სოფელ აკურაში ვირების ფერმა გაიხსნა

თელავის რაიონის სოფელ აკურაში ფერმერმა სოსო კირვალიძემ ვირების ფერმა გახსნა. მას მეურნეობაში 16 ვირი ჰყავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოსო კირვალიძემ უთხრა, მთავარი მიზანი ვირის რძის წარმოებაა.

ვრცლად

 

„დარიალი ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

ვრცლად

 

თონეების ოსტატი ავთანდილ მახათაძე სოფელ აფენიდან [Photos]

68 წლის ავთანდილ მახათაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში თონეებს ამზადებს. მეთონეობა ოჯახური ტრადიციაა. ოსტატი უკვე 53 წელია ამ საქმეს მისდევს. ავთანდილ მახათაძის მიერ დამზადებულ თონეებს ძირითადად საცხობები და ადგილობრივები ყიდულობენ. თონეები გასაყიდად დაღესტანშიც გააქვთ. თონეების ფასი მოცულობის მიხედვით, 50 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

ვრცლად

 

თემურ ლომიძე ვირის ძეხვის საწარმოს გახსნას გეგმავს

ფერმერმა თემურ ლომიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ვირების პირველი ფერმა გახსნა,  ვირის რძე საკვებ პროდუქტად დაარეგისტრირა. მისი თქმით, 100 და 150-მილიგრამიან ქილებში დაფასოებული ვირის რძე მაღაზიებში 2 თვეში გამოჩნდება. ფერმერი ვირის რძისგან ყველსაც აწარმოებს. ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი, ერთი კილო ყველი კი 2 000 ლარამდე ეღირება.

ვრცლად

 

„თი-ბი-სი ბანკი“ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიო ტარიფს აორმაგებს

„თი-ბი-სი ბანკი“ 18 აპრილიდან ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიოს ტარიფს ზრდის. საკომისიო 0.5 ლარის ნაცვლად ერთი ლარი გახდება. ბანკმა აღნიშული შინაარსის შეტყობინებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუგზავნა.

ვრცლად

 

პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა

დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის „მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.

ვრცლად

 

ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას

ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მან გადაცემაში ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ არსებობს იდეა, ჩინეთის შანდონის პროვინციაში, პატარა ქალაქ პინჯოუში მცირე მასშტაბის ქალაქი შეიქმნას, სადაც ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ვრცლად

 

საგარეჯოში სასტუმრო „Rooms“ აშენდება

შპს „სითი ლოფტი“ საგარეჯოში, სოფელ სათაფლეში 30 ნომრიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო „Rooms“-ს ააშენებს. სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენდება კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ნარგავები, ხელოვნური ტბორი და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.

ვრცლად

 

2018 წლიდან ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის აეროპორტთან გაჩერდება

ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ვრცლად

 

საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს. პრემიერის განმარტებით, მოლაპარაკებების დაწყებამდე ჩატარდება კვლევა, რომლიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტორს და პოტენციალს შეაფასებს.

ვრცლად

 

საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და კომიტეტებში განხილვა მიმდინარეობს.

ვრცლად

 

ევროკავშირი სირიას 6 მილიარდი დოლარით დაეხმარება

ევროკავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა პირობა დადეს, რომ სირიელ ხალხს 6 მილიარდი ამერიკული დოლარით დაეხმარებიან.

ვრცლად

 

გასული წლის სამ თვესთან შედარებით ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ვრცლად

 

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 30 აპრილამდე გაგრძელდა

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 აპრილამდე  გრძელდება. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.

ვრცლად

 

გვერდი 2 / 157

სხვა ამბები

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოთხილამურე დაიღუპა

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. გარდაცვლი უნგრელი მოთხილამურეა, რომელიც ყაზბეგში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა კობის მხარეს მოხდა.

დაწვრილებით  

პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 93 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30