18:33:20

ზედმეტად გაცემული პენსიისა და შემწეობის უკან დაბრუნება აღარ მოხდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და საარსებო შემწეობის უკან დაბრუნება აღარ მოხდება.

ვრცლად

 

ხორბლის მოვლა-მოყვანაზე სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლიდან ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანაზე სავალდებულო სერტიფიცირების სისტემა შემოდის. ამ თემაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ხორბლის კულტურის წარმოებაში ჩართულ საგარეჯოს, სიღნაღისა და დადედოფლისწყაროს რაიონებში მცხოვრებ ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარეს.

ვრცლად

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6562 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6441 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

 

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გაგრძელდება

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გაგრძელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თუ აქამდე პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა ხდებოდა აშშ დოლარში, ევროსა და ლარში, 2017 წლიდან სესხების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. სახელმწიფოს მხრიდან სესხის პროცენტის თანადაფინასება არ იცვლება, რჩება იგივე და განსაზღვრულია წლიური 10%-ის ოდენობით.

ვრცლად

 

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა. ისინი სამეწარმეო საქმიანობას ნინოწმინდის, ბორჯომის, ამბროლაურის, წალკის, ქედას, თეთრიწყაროს, ახალციხის, სიღნაღის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, დმანისის, ცაგერისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ეწევიან.

ვრცლად

 

11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 46 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, წელს 115 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მისივე თქმით, რთველზე 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ.

ვრცლად

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6441 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6441 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6683 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

 

ახმეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალ წელს ბიუჯეტის გარეშე ხვდება. საკრებულოს სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ჩავარდა. გამგებლის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი საკრებულოს 14-მა წევრმა დაუჭირა, თუმცა მის დასამტკიცებლად 16 ხმა იყო საჭირო.

ვრცლად

 

გურამ გორგილაძეს მარწყვი ზამთარშიც მოჰყავს [Photos]

აჭარაში, სოფელ გორგილაძეებში, გურამ გორგილაძეს ქართული მარწყვი ზამთარშიც მოჰყავს. სათბურში მარწყვს ყოველ 10 დღეში კრეფენ და თითო ჯერზე 30 კილო იკრიფება. გორგილაძეები მარწყვს ბათუმისა და ქობულეთის საკონდიტროებში აბარებენ.

ვრცლად

 

მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა

საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიოს ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ლაბორატორიას შორის ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალებაა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, რომელმაც გლობალურ რუკაზე 22 ფაბლაბი მონიშნა.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში გოჭები განვადებით იყიდება

დედოფლისწყაროს ფერმერთა მომსახურების ცენტრი დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მცხოვრებ მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს საკვებს ოთხთვიანი განვადებით აძლევს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა უთხრა, ოთხი თვის შემდეგ კომპანია „აგროქიზიყი“ კლიენტებისგან გაზრდილ გოჭებს, წინასწარ დადგენილი ფასად ყიდულობს. განვადება მოქმედებს გოჭების ხელოვნურ განაყოფიერებაზეც.

ვრცლად

 

მეწარმე სუბიექტს ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება

მეწარმე სუბიექტს, გარდა კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება.

ვრცლად

 

იმედი მაესტროს და GDS-ის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გარცელებული განცხადების თანახმად, 2017 წლის იანვრიდან „მაესტრო“ იმედის ნაწილი გახდება, ხოლო GDS-თან მოლაპარაკებები მისი ნაწილობრივ შესყიდვასთან დაკავშიორებით გრძელდება. ტელეკომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მოალაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება.

ვრცლად

 

ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში 6-6 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.6683 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7302 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

 

სვანმა თამარ გერლიანმა სოფელ საბუეში ბიო ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა

ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, 30 წლის თამარ გერლიანმა ვენახი გააშენა და ბიო ღვინის წარმოება დაიწყო. ახალგაზრდა მეღვინის თქმით, მისი ღვინო გამორჩეული იმით არის, რომ ყურძენს ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე წამლის. ღვინოს კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს.

ვრცლად

 

ტელეკომპანია იმედი მაესტროს და GDS-ს ყიდულობს

ტელეკომპანია „იმედი“ „მაესტროს“ და GDS-ს ყიდულობს. „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ საკითხზე ფაქტობრივად, შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, შეიქმნება ერთი ჰოლდინგი, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული ტელევიზიები შევა.

ვრცლად

 

საქართველოდან რუსეთში პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არ ხორციელდება, - ასე გამოეხმაურა სურსათის ეროვნული სააგენტო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა.

ვრცლად

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7302 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7302 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7507 ლარს შეადგენდა.

ვრცლად

 

ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა [Photos]

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასრულა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ვიზიტორთა-საინფორმაციო ცენტრი, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშოები, საფეხმავლო ბილიკები, ობიექტებამდე მისასვლელი გზა და ავტოსადგომი, ასევე მოეწყო საერთო ჭაბურღილი და მოგვარდა წყლის პრობლემა.

ვრცლად

 

პანკისში გზების რეაბილიტაციაზე 600 ათასი ლარი დაიხარჯება

პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY-ი ავრცელებს. როგორც რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 155

ფირნიშები

სხვა ამბები

მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ.

დაწვრილებით  

„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო მე-16 ადგილზეა

2016 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო“, 35.0-46.1 ქულების ფარგლებში.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31