19:22:49

ფირნიშები

საფერავის ყურძნის ღვინო შიშველი ქალის გამოსახულებით [Photo]

„ღვინის ქურდების“ ბრენდის ქვეშ 4 დასახელების ღვინო იყიდება, ესენია: საფერავი, ცოლიკაური, რქაწითელი და ჩინური. ცოტა ხნის წინ კომპანიამ საფერავის ღვინო შიშველი ქალის გამოსახულებიანი ეტიკეტით გააფორმა. „ღვინის ქურდები” ღვინოს ბიოლოგიურად სუფთა ვენახში მოყვანილი ყურძნის ჯიშებისგან ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აწარმოებს. 

ვრცლად

 

ნაფარეულელი ქეთევან ტურაშვილი ფუტკრის პროდუქტებით წამლებს და კოსმეტიკას ამზადებს [Photos]

ქეთევან ტურაშვილს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში 40 სკა ფუტკარი ჰყავს. 56 წლის მეფუტკრე თაფლით, ფუტკრის რძით, მტვერით და სანთლით იმუნიტეტის გამაძლიერებელ წამალს (თამტვერი), სახსრების მალამოს (ავანი), ყურის ტკივლის წვეთებს, ბუასილის სანთლებს, სახის მკვებავ მაზსა და გამწმენდ ნიღბებს ამზადებს. ქეთევან ტურაშვილის თქმით, მის მიერ დამზადებული პრეპარატები იმით გამოირჩევა, რომ ქიმიურ შემადგენლობით გაჯერებული არაა.

ვრცლად

 

თუშმა გოგი ელანიძემ ქვემო ალვანში შვეიცარიული თხის ჯიშსაშენი მოაწყო [Photos]

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში გოგი ელანიძეს 46 სული შვეიცარული ზაანურის ჯიშის თხა ჰყავს. თხები ფერმერმა ავსტრიიდან ჩამოიყვანა. გოგი ელანიძე ზაანურის ჯიშის თხებს ადგილობრივ ჯიშებთან აჯვარებს. თხის რძეს კი თელავის რაიონის სოფელ შალაურში მცხოვრებ ლევან ცაგურიას აბარებს, რომელიც თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.

ვრცლად

 

ქართული ქვევრის ღვინოები საფრანგეთში წარადგინეს

ქვევრის ღვინო წარდგენილი იყო ტულუზაში და ლიონში გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე, ხოლო ანჟესა (Les Penitentes) და სომურში (La Dive Bouteille) - ტრადიციულ გამოფენებზე. ფრანგ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი“, „ანთაძის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“, „ოქრო ღვინო“, „იაგოს ღვინო“ და „კორტავების მარანი“.

ვრცლად

 

საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირებას ახდენდა.

ვრცლად

 

ახაშნელმა 27 წლის ერეკლე ხაზიურმა ამერიკაში ღვინის კლუბი გახსნა

27 წლის ერეკლე ხაზიური ამერიკაში ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის მომზადების პოპულარიზაციას ახდენს. მან ცოტა ხნის წინ, ქალაქ ბრუკლინში ღვინის კლუბი გახსნა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერეკლე ხაზიურის მამამ უთხრა, „ისტ-ვილიჯ ვაინერ კლაბის“ წევრები ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით ჭაჭაზე ადუღებენ. ღვინის დასაყენებლად კი კალიფორნიულ კაბერნეს, ტემპრალინოს, მუსკატის და სხვა ჯიშის ყურძენს იყენებენ.

ვრცლად

 

იანვარში ქართული ღვინის ექსპორტი 184%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვრცლად

 

ველისციხელი მიხეილ მათიაშვილი 12 სახეობის სულგუნს აწარმოებს [Photos]

38 წლის მიხეილ მათიაშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საქონლის ფერმა აქვს. სახლში მდებარე საწარმოში კი 12 სახეობის სულგუნს აწარმოებს. მეურნეობაში სულგუნის რულეტს, სულგუნს პიტნის, ლორის, სანელებლების და სხვა პროდუქტების არომატებით ამზადებენ. ერთი კილოგრამი სულგუნის ღირებულება 13-22 ლარია.

ვრცლად

 

ქართული ღვინო „სირი“ რუსულ ბაზარზე გაიყიდება

კომპანია სევერნი ალიანსი რუსული ბაზრისთვის ახალი ქართული ღვინის ბრენდის „სირის“ გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „მოსკვა“ ავრცელებს.

ვრცლად

 

კახეთში ტურიზმის საკითხებზე ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, თელავში, ბიზნესმენებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების - გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის, თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის ციხე-გალავანთან ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხები.

ვრცლად

 

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

2017 წლის თებერვლიდან მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს. ასევე, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

ვრცლად

 

აშშ-მა და ბრიტანეთმა რუსეთში ფულის გათეთრების გამო „დოიჩე ბანკს“ ჯარიმა დააკისრეს

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გერმანიის საფინანსო გიგანტი, „დოიჩე ბანკი“ რუსეთში ე.წ. ფულის გათეთრების გამო 625 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. საბანკო მარეგულირებლების თანახმად, „დოიჩე ბანკმა“ რუსეთში 10 მილიარდი დოლარი უკანონოდ გადარიცხა.

ვრცლად

 

ვირის რძის წარმოების მიზნით, საქართველოში ვირების პირველი ფერმა გაიხსნა

გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში, ფერმერმა თემურ ლომიძემ საქართველოში ვირების პირველი ფერმა გახსნა. მას მეურნეობაში 60 სახედარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიძინა. მისივე თქმით, ვირის რძე ბავშვის საკვებად, მედიცინაში, ასევე, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი ღირს.

ვრცლად

 

ქართული ჩურჩხელა ირანის რესტორნის მენიუში შეიტანეს

კომპანია „გრემის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის ჩურჩხელა ისპაჰანში გახსნილი პატარა რესტორანის „Georgian Cafe” მენიუშია. ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი რესტორნისთვის 8 ათასი ქართული ჩურჩხელა შეიძინა.

ვრცლად

 

საბაჟო გამშვებ-პუნქტში არადეკლარირებული 360 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, გამშვებ-პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული საქონელი - 360 კოლოფი (7200 ღერი) სიგარეტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტვირთი სომხეთიდან შემომავალი სომხეთის მოქალაქის მანქანაში აღმოაჩინეს.

ვრცლად

 

ქართული ღვინის მარნების, რესტორნების და სასტუმროების ციფრული გზამკვლევი შეიქმნა

ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით, პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც აღჭურვილია QR კოდების ნავიგაციით. QR კოდების ნავიგაციით აღჭურვილი გზამკვლევის დახმარებით, ტურისტი ადვილად იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებას და ეწვევა სხვადასხვა მარანს, რესტორანსა თუ სასტუმროს.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6987 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო.

ვრცლად

 

მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“ გაჩერებულია

მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“, რომელიც მატყლისგან შალის ძაფს აწარმოებს, ნედლეულის უქონლობის გამო ამჟამად გაჩერებულია. როგორც საწარმოს ხელმძღვანელი დიმიტრი არინდაული ამბობს, მატყლის შეძენის და დამუშავებისთვის 2 თვე აქვთ და აღნიშნულ პერიოდში, საწარმოში არსებულ სამრეცხაოში დიდი რაოდენობით მატყლის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

ვრცლად

 

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ.

ვრცლად

 

საქართველოში ესპანური ხეხილის, სუბტროპიკების და კაკლოვანი კულტურების ახალ ჯიშებს შემოიტანენ

2017 წლის გაზაფხულიდან ესპანეთიდან ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა განხორციელდება. საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება. ძირითადად შემოტანილი იქნება ხეხილოვანი კულტურების: ვაშლის, მსხლის, ატმის, ნექტარინის, ქლიავისა და ხურმის ჯანსაღი სერტიფიცირებული ნერგების შემოტანა.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 157

სხვა ამბები

უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი მესტიაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაწვრილებით  

თელავში მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

2 მარტს, თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თელავის საკრებულოს დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გააცნობს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom northeast19°C0.5m/s
2.4mm
ორშაბათი 29.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east19°C2.2m/s
1.8mm
სამშაბათი 30.05.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast18°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31