18:33:40

კომპანია „გრემის“ ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა

კომპანია „გრემის“ მიერ წარმოებული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი მაჩაბლის თქმით, სხვადასხვა სახეობის 1 000 ცალი ჩურჩხელა ისპაჰანში მცხოვრებმა ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა. 

ვრცლად

 

1953 წლის Ferrari 250 Europa Coupe-ს ნიუ იორკში აუქციონზე გაიტანენ [Photos]

იტალიურ ავტომობილ „ფერარის“ უიშვიათესი მოდელი, 250 Europa Coupe, რომელიც პირველად 1952 წელს დაამზადეს და Ferrari 225-ის წინამორბედად ითვლება, აუქციონზე გაიყიდება.

ვრცლად

 

გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის წინადადებების წარდგენა დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ბაკურციხე-წნორის და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური წინადადებები გაიხსნა.

ვრცლად

 

ლარი დოლართან 5 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0541 ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გალარება დაიწყო

დღეიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

ვრცლად

 

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი შეიძლება გაუქმდეს

მთავრობამ პარლამენტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აღარ იარსებებს.

ვრცლად

 

სესხების გალარების პროგრამა დაახლოებით 27 000 ფიზიკურ პირს შეეხება - არჩილ მესტვირიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, სესხების გალარების პროგრამა დაახლოებით 27 000 ფიზიკურ პირს შეეხება. მისივე თქმით, კომერციულ ბანკებს გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს ეროვნული ბანკი მიაწვდის.

ვრცლად

 

ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება

ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, თითო რეისზე 15 – 20 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

ვრცლად

 

Forbes კახეთს 2017 წლის ღვინის საუკეთესო 12 მიმართულებას შორის ასახელებს

გამოცემა Forbes 12 ქვეყანას ასახელებს და მათ მონახულებას მკითხველს წელიწადის სხვადასხვა თვეების მიხედვით ურჩევს. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველო, კერძოდ კი კახეთის რეგიონი, სადაც მოგზაურობას Forbes მკითხველებს მაისში ურჩევს.

ვრცლად

 

ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით სესხის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა

15 იანვრიდან ფიზიკურ პირზე უცხოური ვალუტით სესხი გაიცემა იმ შემთხვევაში თუ, გასაცემი სესხის ოდენობა, სესხის გაცემის მომენტისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 100 000 ლარს აღემატება. ცვლილება „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში, „სამოქალაქო კოდექსში“ და ასევე თანმდევ კანონებში შევიდა.

ვრცლად

 

ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა [Photos]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში აეროპორტი გახსნა. აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. 

ვრცლად

 

1 ივლისიდან კომერციული რეკლამის უცხოურ ვალუტაში გამოხატვა დასჯადი გახდება

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2017 წლის 1 ივლისიდან მეწარმეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ანდა მომსახურების გაწევის შეთავაზებისა და რეკლამირების დროს ფასის გამოხატვა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში იქნება დასაშვები. ამ წესიდან გამონაკლის შემთხვევებს საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგენს.

ვრცლად

 

რას გულისხმობს საბანკო კრედიტების ლარიზაციისა და სუბსიდირების პროგრამა

საქართველოს მთავრობამ საბანკო კრედიტების/სესხების ლარებში კონვერსიისა და მათი ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ძალაში შედის 2017 წლის 17 იანვრიდან 25 მარტამდე მოქმედებს.

ვრცლად

 

კომპანია „შილდა“ ჩინეთში 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაყიდის

ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანია „შილდამ“ ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში ღვინის იმპორტიორი კომპანია „შანხაი სციფან თრეიდინგი“ „შილდასგან“ 5 მილიონ ბოთლ ღვინოს შეიძენს.

ვრცლად

 

„ფოლკსვაგენი“ თვითმავალ მიკროავტობუსს გამოუშვებს [Photos]

გერმანული ავტოკონცერნი „ფოლკსვაგენი“ საკუთარ საკულტო მიკროავტობუსის (Type 2) ახალ ვერსიას გამოუშვებს, რომელიც თვითმართვადი ელექტრომანქანა იქნება.

ვრცლად

 

„გაზპრომი“ ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაზპრომ ექსპორტმა“ და ქართულმა მხარემ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ, მხარეები ტრანსპორტირების საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

ვრცლად

 

ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში პირადად ჩავერთვები - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის“ პროგრამის ახალი პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ წამოწყებას, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და განაცხადა, რომ პირადად ჩაერთვება იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც სამამულო წარმოებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7395 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7395 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7403 ლარი იყო.

ვრცლად

 

მაყვლის მწარმოებლები ასოციაციის შექმნას გეგმავენ [Video]

საქართველოში კენკრის წარმოების განვითარების მიზნით, მაყვლის მწარმოებლები ასოციაციის შექმნას გეგმავენ. როგორც კახეთის საინფორმციო ცენტრს კოოპერატივ „გილეს“ დამფუძნებელმა, იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა, კენკროვანი მცენარეების გაშენებით საქართველოში სულ უფრო მეტი ფერმერი ინტერესდება. მისივე თქმით, მაყვალს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს, თუმცა, პროდუქტის მცირე რაოდენობის და სამაცივრე მეურნეობის არარსებობის გამო საქართველოშიც დეფიციტია.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

მთავრობამ სესხების გალარების პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სესხების გალარების პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება და შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის.

ვრცლად

 

გვერდი 7 / 155

ფირნიშები

სხვა ამბები

მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა

ავღანეთიდან მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა.

დაწვრილებით  

თელავის მე-4 სკოლის მასწავლებელს მოსწავლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

თელავის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-7 კლასის მოსწავლე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მოსწავლის მშობლის თქმით, მასწავლებელი გოგონას თანაკლასელებს ეუბნება, რომ „მისი ბებია ბაზარში ჩუსტებს ყიდის და მასთან არ იმეგობრონ“, რის გამოც 12 წლის გოგონა გაკვეთილებს აღარ ესწრება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31