18:33:25

ქართული ღვინის მარნების, რესტორნების და სასტუმროების ციფრული გზამკვლევი შეიქმნა

ასოციაცია ქართული ღვინის ინიციატივით, პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გზამკვლევი შეიქმნა, რომელიც აღჭურვილია QR კოდების ნავიგაციით. QR კოდების ნავიგაციით აღჭურვილი გზამკვლევის დახმარებით, ტურისტი ადვილად იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულებას და ეწვევა სხვადასხვა მარანს, რესტორანსა თუ სასტუმროს.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6987 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო.

ვრცლად

 

მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“ გაჩერებულია

მატყლის გადამამუშავებელი საწარმო „თუშეთი“, რომელიც მატყლისგან შალის ძაფს აწარმოებს, ნედლეულის უქონლობის გამო ამჟამად გაჩერებულია. როგორც საწარმოს ხელმძღვანელი დიმიტრი არინდაული ამბობს, მატყლის შეძენის და დამუშავებისთვის 2 თვე აქვთ და აღნიშნულ პერიოდში, საწარმოში არსებულ სამრეცხაოში დიდი რაოდენობით მატყლის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

ვრცლად

 

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა უფასოდ შეუძლიათ.

ვრცლად

 

საქართველოში ესპანური ხეხილის, სუბტროპიკების და კაკლოვანი კულტურების ახალ ჯიშებს შემოიტანენ

2017 წლის გაზაფხულიდან ესპანეთიდან ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა განხორციელდება. საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება. ძირითადად შემოტანილი იქნება ხეხილოვანი კულტურების: ვაშლის, მსხლის, ატმის, ნექტარინის, ქლიავისა და ხურმის ჯანსაღი სერტიფიცირებული ნერგების შემოტანა.

ვრცლად

 

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6922 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური გაცვლითი კურსის მონაცემები გამოაქვეყნა. ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.6922 ლარი გახდა.

ვრცლად

 

აკურელი გიორგი გოგიაშვილი ატამს ევროკავშირის ბაზარზე გაიტანს

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები ფერმერი, გიორგი გოგიაშვილი ატმის გატანას ბალტიისპირეთში გეგმავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგიაშვილმა უთხრა, შუმავლის დახმარებით ლიტველ პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კახეთიდან ლიტვაში ატმის გატანა 2017 წლის ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება.

ვრცლად

 

ველისციხელი 20 ვაჟა მიტიჩაშვილის ერთი სკით დაწყებული მეფუტკრეობის ბიზნესი [Photos]

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები 20 წლის ვაჟა მიტიჩაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეფუტკრეა. მას 55 სკა ფუტკარი ჰყავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაჟა მიტიჩაშვილმა უთხრა, მეფუტკრეობის ბიზნესი 16 წლის ასაკში, ერთი სკით დაიწყო.

ვრცლად

 

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ახალი პროგრამა „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ დაიწყო.  სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.

ვრცლად

 

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ,  ბრალდებულმა, საკუთარ სავაჭრო ობიექტში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მალულად გაასაღა უაქციზო სიგარეტი „მასტერი“.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6891 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6891 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6891 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6868 ლარი იყო.

ვრცლად

 

მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, - აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

ვრცლად

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6868 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6868 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6868 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6763 ლარი იყო.

ვრცლად

 

ზეთი „სიღნაღი“ - ლადო შალვაშვილის ბიზნესი

ლადო შალვაშვილს მეგობრებთან ერთად ზეთის სახდელი საწარმო აქვს. ცოტა ხნის წინ მათ ბრენდი „სიღნაღი“ შექმნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლადო შალვაშვილმა უთხრა, ზეთი „სიღნაღი“ ერთადერთი ბრენდირებული კახური პროდუქტია, რომელიც ბოთლშია ჩამოსმული. მისივე თქმით, ზეთი იმით არის გამორჩეული, რომ მზესუმზირის განსაკუთრებული გემო შენარჩუნებული აქვს. ზეთი სუპერმარკეტებში იყიდება, ერთ ლიტრიანი ბოთლი 3.50 ლარი ღირს.

ვრცლად

 

თბილისის აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი 2 დოლარით გაიზრდება

2017 წლის 1-ლი მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მოსაკრებელი 22 დოლარიდან 24 დოლარამდე გაიზრდება. მოსაკრებლის ზრდის საფუძვლი აეროპორტის ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მიერ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაა.

ვრცლად

 

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მთავრობა 2017 წელს 5 620 000 ლარს დახარჯავს

2017 წელს ღვინო-პროდუქციის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო 5 620 000 ლარს დახარჯავს. სააგენტო ამ თანხით საქართველოში მეღვინეობის განვითარებას და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო-პროდუქციის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებასა და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდას გეგმავს.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროელი მიხეილ სეხნიაშვილი სპორტულ ინვენტარს ამზადებს [Photos]

დედოფლისწყაროში მცხოვრები 49 წლის მიხეილ სეხნიაშვილი ტრენაჟორებს, კიკბოქსინგის დამჭერებს, თათებს, ხელთათმანებს, პაუერლიფტინგის (წოლჟიმის პრესის) მაგიდებს, ჩასაჯდომებს, ტურნიკებსა და ორძელებს ამზადებს. ნივთებს „ფეისბუქის“ საშუალებით ჰყიდის. მისი თქმით, სპორტული ინვენტარების ფასი 250-დან 1 500 ლარამდე მერყეობს.

ვრცლად

 

ალავერდის მონასტრის თაფლი „თაფლიკაცი“ 750 გრამიანი ქილით 18 ლარი ღირს, 20 გრამი ფუტკრის რძე 60 ლარი [Photos]

ალავერდის მონასტრის საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“ ახმეტის რაიონში სოფელ ალავერდში, მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. სხვადასხვა შემადგენლობის თაფლი „თაფლიკაცი“ საეკლესიო მაღაზიებში იყიდება. 350 გრამიანი ქილის ფასი 10 ლარია, 750 გრამიანის -18. პროდუქციის ფასებს მეურნეობა ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

ვრცლად

 

„ლექსუსმა“ 885 ცხენისძალის მქონე ელეგანტური იახტა გამოუშვა [Photos]

იაპონურმა ავტომარკა „ლექსუსმა“ ახალი ელეგანტური იახტა დაამზადა, რომელიც „ტოიოტას“ საზღვაო დეპარტამენტის პროდუქტია. 885 ცხენისძალიანი სპორტული იახტა, არა მხოლოდ ძრავის სიძლიერით, არამედ შთამბეჭდავი დიზაინით გამოირჩევა.

ვრცლად

 

სოფელ აკურაში მდებარე სათბურში მარწყვის მოსავალს 10 თვის განმავლობაში იღებენ [Photos]

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრებმა 37 წლის პედაგოგმა ეკატერინე ბაბუხაძემ მარწყვის სასათბურე მეურნეობა გააკეთა. სათბურში „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვი მოჰყავთ და მოსავალს წელიწადში 10 თვის განმავლობაში იღებენ. ეკატერინე ბაბუხეძე ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მარწყვზე დიდი მოთხოვნაა. კილოგრამი ხილის ფასი 5-დან 8 ლარამდე მერყეობს.

ვრცლად

 

გვერდი 6 / 155

ფირნიშები

სხვა ამბები

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართვა „რუსთავი 2“-ის საქმეზე

მედიასაშუალებები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: დაწვრილებით  

„Ottobock“-ის წარმომადგენელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს შეხვდება

14 მარტს, 15:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock“-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანილჩენკოს უმასპინძლებს. ვიზიტის მიზანია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების დაგეგმვა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31