18:33:31

მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ აპრილს იწურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საწარმოები და არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1-ელ აპრილამდე.

ვრცლად

 

სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. „ქართული ხილის კომპანიის“ ინფორმაციით, საწარმო 2017 წლის ივნისში გაიხსნება და ატამს, მანდარინს, კივსა და სხვა ხილს საქართველოს ყველა რეგიონის ფერმერისგან მთელი წლის განმავლობაში ჩაიბარებენ. მისგან კი ე.წ. კონცენტრანტებს დაამზადებენ.

ვრცლად

 

ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შევიდა

კომპანია „ნერგეტას“ ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონური სუპერმარკეტების ქსელში ქართული კივის საცდელი პარტია წარმატებით გაიყიდა. ქართული კივი იყიდებოდა: ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოში, ჰიროშიმაში, ნაგასაკასა და ფუკუოკაში.

ვრცლად

 

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

ვრცლად

 

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსით ენერგოეფექტურობა წახალისდება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

ვრცლად

 

საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შეიქმნა

საქართველოს ბანკმა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ელექტორნული და ბეჭდური ლექსიკონი www.terminebi.ge შექმნა. ლექსიკონი მოიცავს 1 000-მდე ტერმინს როგორც საბანკო, ისე საფინანსო, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული სფეროებიდან. აღნიშნული ლექსიკონი ბანკმა ბეჭდური სახითაც გამოსცა, რომელიც საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში განთავსდება, ასევე საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს.

ვრცლად

 

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში სოფელში 2.2 კილომეტრიანი გზა დაიგო. ასევე მოეწყო ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი ლითონის მილები.

ვრცლად

 

კაკაბეთში მცხოვრები 25 წლის ბექა ჯიმშელაძე კახურ ღვინოს ევროპული ტექნოლოგიით აწარმოებს [Photos]

25 წლის ბექა ჯიმშელაძე საფერავის, რქაწითელის და მანავის მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ღვინოს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში აწარმოებს. ცოტა ხნის წინ მან ბრენდი „VELLINO“ შექმნა. მისი თქმით, ღვინო იმით არის გამორჩეული, რომ ყურძნის წვენს ევროპული ტექნოლოგიით აყენებენ, რაც გემოს, ფერსა და სურნელს აძლევს.

ვრცლად

 

დიუსელდორფის ProWein-ზე ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2017 ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა. კომპანია „ბესინის“ ღვინოს „Besini Premium“, წითელი მშრალი, 2013 საერთაშორისო კონკურს „მუნდუს ვინი“-ს ოქროს პრიზი და ჯილდო „Best of show Georgia“ გადაეცა.

ვრცლად

 

2018 წლიდან ხორბალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მარცვლეული კულტურების - ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. 2018 წლიდან კი ხორბალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

ვრცლად

 

დევნილები 2 500-ლარიან გრანტებს მიიღებენ

„ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის: მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ. 

ვრცლად

 

მაღალმთიან დასახლებებში მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

მთის განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 2017 წელს ბიუჯეტიდან მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოიყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

ვრცლად

 

„ფორბსის“ მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა

„ფორბსის“ 2017 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა. წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი 298-დან 367-ე პოზიციაზე დაქვეითდა.

ვრცლად

 

თაფლი თიხის ქოთანში - სოფო ფოთოლაშვილის ბიზნესი

31 წლის სოფო ფოთოლაშვილს თელავის რაიონის სოფელ სანიორეში ფუტკარი ჰყავს. მან ცოტა ხნის წინ ბრენდი „ჩემი ეზოს სიმდიდრე“ შექმნა. სოფო ნატურალურ თაფლს თიხის ქოთნებში აწარმოებს, რაც მისი თქმით, მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს. 500-გრამიანი ქილა 15 ლარი ღირს. სოფო თიხის ქოთნებს თავად ამზადებს.

ვრცლად

 

ჯიღაურას მეურნეობის ხეხილისა და ვაზის ნერგები აუქციონზე გაიყიდება

მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი ნერგები აუქციონზე გაიყიდება. სარეალიზაციოდ გამოტანილია ყურძნის, ვაშლის, მსხლის, ბალისა და ვაზის საძირე ნერგები, რომლის შეძენაც შესაძლებელია www.eAuction.ge -ზე. აღნიშნული ნერგების ყიდვა დაინტერესებულ პირებს მაღაზია „კალათაშიც“ შეეძლებათ. 

ვრცლად

 

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

ვრცლად

 

ოთხ წელიწადში თუშეთში 11 ახალი სასტუმრო გაიხსნა – გიგლა აგულაშვილი

2012 - 2016 წლების მონაცემებით, თუშეთის საოჯახო სასტუმროების რაოდებობა 36-დან 47-მდე გაიზარდა. იქ უფრო დიდი ინფრასტრუქტურაც შენდება, კერძო ინვესტორები არიან ხშირად აქ აქტიურად ჩართულები. თუშეთში არსებული სასტუმროები და საწოლები დაუკავებელი არ რჩება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. 

ვრცლად

 

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად 600 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიამ თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს გამოყოფაზე ამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად, რითაც ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში სესხის პირობების გამო არსებული შეფერხება დასრულდება.

ვრცლად

 

ყაზბეგიდან გერგეტის სამებამდე ახალი კომფორტული გზა აშენდება [Photos]

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზბეგიდან გერგეტის სამებასთან მისასვლელი შემოვლითი გზის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ, გრუნტოვანი დაზიანებული გზის ნაცვლად, განახლებული და კომფორტული გზით იმოძრაონ.

ვრცლად

 

საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს

საქართველოდან ღვინის ჩამოსასხმელი სახით გატანა შესაძლოა აიკრძალოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა და მისი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 155

ფირნიშები

სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული. დაწვრილებით  

ბათუმში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მძიმე დამწვრობა მიიღო სამმა პირმა

ბათუმში, ღამის კლუბ არენაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი ღამის კლუბის თანამშრომელი იყო. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30