05:17:53

Share |

დღეიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ

დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება.

კერძოდ:

2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით დაჯარიმდება.

2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:

ფიზიკური პირი -400 ლარით.

იურიდიული პირი -1000 ლარით.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 20 ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს.

ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქში 3 აპრილს გამოჩნდნენ, თუმცა მათ გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა. ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

კოსოვოს უდიდესი მეჩეთის იმამს ტერორიზმის წახალისებაში ედება ბრალი

კოსოვოს საგანგებო პროკურორმა დედაქალაქ პრიშტინას უდიდესი მეჩეთის იმამს, შეფჩეთ კრასნიჩის ტერორიზმისკენ წაქეზება დასდო ბრალად, რადგან კოსოვოელი იმამი მლოცველებს ამხნევებდა, სირიაში და ერაყში წასულიყვნენ და ჯიჰადისთვის ემსახურათ. დაწვრილებით  

ქრთამის აღების ბრალდებით ონის გამგეობის განათლებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
10:00-12:00
Partly cloudyfrom north-northeast13°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
FairNNW16°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east20°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Partly cloudy13°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30