17:36:17

ფირნიშები
Share |

წიფლისა და ფიჭვის ხეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენას დაპირისპირება მოჰყვა

მოჰყვაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები გია.ნ და მამუკა ნ. რომლებსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის შემდეგაც მათზე დევნა განხორციელდა.

სამინისტროს განმარტებით, სამართალდამრღვევები მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შესვლის შემდეგ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორც დეპარტამენტის, ასევე ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.



სხვა ამბები

პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი. ავტომანქანის ჩხრეკისას, სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ - სითხის შიგთავსით. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

დაწვრილებით  

სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჯემალ ქამალოღლის ოჯახი დააყაჩაღეს. ყაჩაღობაში სამი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა. მათ ოჯახში მყოფი მამაკაცი ცემეს და სახლიდან 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30