11:49:01

ფირნიშები
Share |

20 აპრილიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ

20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება.

კერძოდ: 2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით დაჯარიმდება.

2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:

ფიზიკური პირი -400 ლარით.

იურიდიული პირი -1000 ლარით.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 20 ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს.

ქვეითი ინსპექტორები თბილისში 3 აპრილს გამოჩნდნენ, აქამდე ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ.



სხვა ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაქვის სკოლის დირექტორობიდან გადააყენეს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე შპს „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის” დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციით, ჩაქვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მღვდელი დანიელ სოლომონიძე (ვაჟა სოლომონიძე) დაინიშნა. დაწვრილებით  

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.07.17
16:00-18:00
Fairfrom northeast34°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom north-northeast32°C3.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast29°C3.2m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 12:00-18:00
Fairfrom east29°C3.5m/s
0mm
სამშაბათი 01.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30