04:39:21

ფირნიშები
Share |

ჯიხვის შვილი - ფოთრი თუშეთის ეროვნულ პარკში [Video]

თუშეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ჯიხვის შვილი - ფოთრი დააფიქსირა. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტომახეების დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს და ეროვნულ პარკს მართავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, რომელიც მდებარეობს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, ხოლო, საზაფხულო ადმინისტრაცია - თუშეთში, სოფელ ომალოში.

ეროვნულ პარკში მდებარეობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე განთავსებულია სასტუმრო ნომრები, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.

ადმინისტრაციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. ასევე შესაძლებელია გიდის, ცხენის ან ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების უდიდეს ნაწილს მოიცავს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


სხვა ამბები

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

ამსტერდამში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2017“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მეოთხედ დასახელდა.

დაწვრილებით  

რუსეთის პატრიარქი 1917 წლის რევოლუციაზე პასუხისმგებლობას ინტელიგენციას აკისრებს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილე I-ის აზრით, 1917 წლის რევოლუციაში ბრალი, პირველ რიგში, ინტელიგენციას მიუძღვის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აღნიშნული შეფასება მოსკოვში, პატრიარქის ლიტერატურული პრემიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გამოთქვა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom east-northeast24°C1.4m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east30°C2.3m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast31°C1.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30