09:18:47

ფირნიშები
Share |

თბილისის ზოოპარკს გადაშენების პირას მყოფი 19 აფრიკული პინგვინი აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს დიდი ბრიტანეთიდან, ბრისტოლის ზოოპარკისგან საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

ზოოლოგიური პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა.

„წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის“ ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული“, - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.



სხვა ამბები

თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

პოლიციამ თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 75 წლის ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისთვის პენსიის წართმევა სცადა.

დაწვრილებით  

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
13:00-18:00
Clear skyNNW14°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30