22:18:53

ფირნიშები
Share |

გიგლა აგულაშვილმა სამუხის ველის მესაზღვრეები დააჯილდოვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ქურციკების ბუნებრივი სამყოფი და ისინი აქ მრავლდებიან. რაც ყველაზე მთავარია, არის ხელშეწყობა როგორც დაცული ტერიტორიების თანამშრომლების და ჩვენი რეინჯერების მხრიდან, ასევე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მხრიდანაც, რომლებიც ინტენსიურად არიან ჩართული როგორც საზღვრის დაცვაში, ისე ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო.

პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით, 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს.



სხვა ამბები

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

დაწვრილებით  

შსს 104 ტონა შოკოლადს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 104 260 კილოგრამი შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა მილიონ 58 ათას 989 ლარია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30