05:17:14

Share |

„დელტას“ ინფორმაციით, ახმეტაში, ლაგოდეხსა და გურჯაანში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის „დელტას“ ინფორმაციით, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბელი დამუშავდა, რის შედეგადაც სეტყვა თავიდან იქნა აცილებული და ნალექი წვიმის სახით მოვიდა.

„8 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი, საერთო ფართობით 4000 კმ2 მდე მასები დაფიქსირდა

16:30 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.

16:30 საათიდან 20:33 საათამდე, აღნიშნული რაიონების თავზე, 2150 კმ2 ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა.

გასროლილი იქნა 161 ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა“,- ნათქვამია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე 1-ლი აპრილიდან გადავიდა.



ფირნიშები

სხვა ამბები

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

დაწვრილებით  

რუსთავის საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს

რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. ამის შესახებ „პირველ არხს“ ბაღის გამგემ განუცხადა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საეჭვო ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
10:00-12:00
Partly cloudyfrom north-northeast13°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
FairNNW16°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east20°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Partly cloudy13°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30