11:03:51

ფირნიშები
Share |

ოთხ წელიწადში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს

ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ოთხ წელიწადში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გიგლა აგულაშვილმა მიჯნის ყურეში არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. მინისტრმა სადგურ სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით, 2013 წლიდან მიმდინარეობს.



სხვა ამბები

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

დაწვრილებით  

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
15:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest2°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30