02:41:45

ფირნიშები
Share |

ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის რაიონში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.

„ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა“,- განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500–მდე ლარით თანხით დაჯარიმდება, იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

გარემოს დაცვის მინისტრი და პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე მორწმუნეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ბზის მოჭრისგან რეალიზაციის მიზნით და დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისგან.

სამინისტროს ინფორმაციით, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

ცნობისთის, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის გამო დაცულია საქართველოს „წითელ ნუსხით“.



სხვა ამბები

ავღანეთში პოლიციელმა 11 თანამებრძოლი მოკლა და „თალიბანს“ შეუერთდა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰში ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა საგუშაგო პოსტზე თავისი 11 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სამხედრო ავტომობილით გაქცევა მოახერხა.

დაწვრილებით  

რუსეთის უშიშროების განცხადებით, ცნობილია ვინ დაუკვეთა აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურში 3 აპრილს მომხდარი აფეთქება დაუკვეთა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
07:00-12:00
Clear skyfrom west10°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30