20:44:01

Share |

თბილისის ზოოპარკს საჩუქრად 14 ცხოველი გადაეცემა

ევროპის ზოოპარკები თბილისის ზოოლოგიურ პარკს საჩუქრად 14 ცხოველს გადასცემენ. ერთ უსურიის ვეფხვს, 7 კენგურუს და 6 ფაფრიან ცხვარს ლონდონის, ბენჰემისა და რიგის ზოოპარკებიდან ჩამოიყვანენ. ცხოველები 3 აპრილს, გამთენიისას თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან.

როგორც თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზად არის.

თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. სტიქიით დაზარალებული თბილისის ზოოპარკის კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით ინიციატივას, მსოფლიოს არაერთი ზოოპარკი გამოეხმაურა. კოლექციის შევსების გეგმა EAZA-ს მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ზოოპარკიც დაიტბორა, ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია განახორციელეს.



ფირნიშები

სხვა ამბები

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

დაწვრილებით  

ბოდბის წმინდა გიორგის ტაძარში ხატებს რესტავრაცია ჩაუტარდა [Photos]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოდბეში, წმინდა გიორგის ტაძარში არსებული ხატების რესტავრაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, აღდგა ფერწერული ხატები, იკონოსტასს მოცილდა ბრინჯაოს საღებავი, შეივსო და დაიფარა კანკელის დაკარგული ადგილები და მოხდა კანკელის მერქნის დეზინსექცია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30