06:17:01

Share |

თუშეთის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის გაწმენდა რეგულარულად, სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

„პირველ ეტაპზე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა თოვლიან ადგილებამდე მოხდება. გაიწმინდება გვერდიულები, ასევე ხრეშიან ადგილებზე მოხდება ხრეშის დამატება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ თოვლი ზემოთაც დადნება და კომპანია გაწმენდით სამუშაოებს ომალომდე შესრულებს. სამუშაოების დასრულება ამინდებზეა დამოკიდებული“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი კობიძემ. 

გზის გაწმენდის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გერალი“ აწარმოებს.

უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო თუშეთის გზა ოქტომბერში 6 თვით იკეტება ხოლმე. ამ პერიოდის განმავლობაში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.



ფირნიშები

სხვა ამბები

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.

დაწვრილებით  

პატრიარქი - უფალი ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით აძლევს

უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31