02:06:59

Share |

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 1-ლი აპრილიდან ამუშავდება

კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ფუნქციონირებას 1-ლი აპრილიდან დაიწყებს. სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის გიორგი კალატოზიშვილის განცხადებით, არსებული 83 სარაკეტო დანადგარი რეგიონის მასშტაბით 600 ათას ჰექტარს სტიქიური უბედურებისაგან დაიცავს,ზარალს კი 95 % შემცირებს.

„სეტყვის სეზონი იწყება პირველ აპრილს. ამ დროისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ყველა სისტემა, კახეთის მასშტაბით - ეს გახლავთ 83 რაკეტა სრულ მზადყოფნაში იქნება. ეს ის სისტემაა, რომელიც ფარავს 8 მუნიციპალიტეტის 600 ათას ჰექტარ სახნავ-სათეს მიწებს“,- განუცხადა ტელეკომპანია „გურჯაანს“ „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი კალატოზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გასულ წელს დაგვიანებით, მაისის ბოლოდან ამოქმედდა. სისტემის გამოუყენებლობის გამო, კახეთში რამდენჯერმე მოსულმა სეტყვამ სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ზოგიერთ სოფელში ვენახი, ხეხილის ბაღები და ნარგავები 100%-ით განადგურდა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 16 მაისს, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ ხელმძღვანელი, უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.



ფირნიშები

სხვა ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება - პროკურორი

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფორსის მოადგილემ განაცხადა. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენებას მიცემაზე. დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31