10:21:25

ფირნიშები
Share |

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვა ძალაში რჩება ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე.

რაც შეეხება ფარავანი-ნინოწმინდის გზას, იქ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



სხვა ამბები

პოლიციამ გურჯაანში მოტაცებული 24 წლის გოგონა იპოვა

გურჯაანის პოლიციამ 24 წლის გოგონა, რომელიც გუშინ საღამოს 27 წლის გ. ცანკაშვილმა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, იპოვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას მეგობრებმა უთხრეს, მოტაცებულ გოგონას თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მიაკვლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებს ორივე მათგანი განყოფილებაში გადაჰყავთ.

დაწვრილებით  

ჯარისკაცებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს 104 ტონა შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
15:00-18:00
Clear skyfrom east-northeast23°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31