10:20:53

ფირნიშები
Share |

თელავის უნივერსიტეტში მწვანე ოთახი - „ეკო ჰაბი“ გაიხსნა [Photos]

„გაამწვანე შენი უნივერსიტეტი”-კონკურსში გამარჯვებული გუნდის ინიციატივით და WMTR პროგრამის დახმარებით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში „ეკო ჰაბი” მოეწყო. მწვანე ოთახში შესაძლებელი იქნება ჯგუფური მუშაობა, პროექტების დაგეგმვა, საჯარო სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.

კონკურსი, „გაამწვანე შენი უნივერსიტეტი“ WMTR პროგრამის ფარგლებში იანვრში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობდა უნივერსიტეტში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვას და ამ გზით „გაამწვანებდა“ უნივერსიტეტს.

პოგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაცია CENN – თან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მიზანია, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდეს პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად.



სხვა ამბები

სოციალური მეწარმეობის თემაზე თელავში ვორქშოფები გაიმართება

10 მარტს, პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში თელავში ვორქშოფების სერია დაიწყება. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ვორქშოფებს იდეის გენერირებაზე, ბიზნესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. ვორქშოფებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

დაწვრილებით  

დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია - გიორგი მღებრიშვილი

მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
15:00-18:00
Clear skyfrom east-northeast23°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31