01:57:51

Share |

ახმეტაში სკოლები და საბავშვო ბაღები ბრიკეტებით გათბება

ნედლი შეშის ეკონომიის მიზნით, ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტი ხორციელდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წინასწარ შერჩეული სატყეო უბნიდან ძირნაყარ ხე-ტყეს გამოიტანენ, რომელსაც ბრიკეტებად დამუშავების შემდეგ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცემენ.

„გვაქვს ერთი საპილოტე პროექტი ახმეტის რაიონში, სადაც ტყეში არსებული ნარჩენის გადამუშავება მოხდება ბრიკეტებად. გვინდა რომ რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი გავათბოთ. ამ ბრიკეტებისთვის შეძენილი იქნება სპეციალური ღუმელები, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარი იყენებს შეშას და ნედლი შეშის წვის დროს როგორც ეკონომიკური, მარგი ქმედების კოეფიციენტის თვალსაზრისით, ასევე ემისიების თვალსაზრისით მთლად სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ამიტომ ჩვენი მცდელობა სამომავლოდ მიმართული იქნება თანამედროვე ალტერნატივებისაკენ“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, გაეროს ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის, GIZ-ისა და საქართველოს მწვანეების მონაწილეობით დაიწყო.

გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო 2017 წელს, ახმეტის რაიონში 30 ჰექტარ ფართობზე 100 ათასი ნერგის გაშენებასაც გეგმავს.



ფირნიშები

სხვა ამბები

მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურა

პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მამალაძის ბარგის ჩხრეკისას შხამიანი ნივთიერება - ნატრიუმის ციანიდი, ბინის ჩხრეკისას კი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაწვრილებით  

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სრული ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სერვისია ხელმისაწვდომი

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი ადგილობრივ მოსახლეობას სრულ ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ სამედიცინო მომსახურებას 24 საათიან რეჟიმში სთავაზობს. სამედიცინო ცენტრში ყველა სახის და სიმძიმის ტრავმატოლოგიური ოპერაციების ჩატარება უკვე შესაძლებელი გახდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31