00:14:09

ფირნიშები
Share |

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა იგეგმება [Video]

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვის სამინისტრო ხის კენძეროების ბილიკის მოწყობას გეგმავს. მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კვლევა მიმდინარეობს, რაზედაც 75 ათასი ევრო იხარჯება. მინისტრი ვარაუდობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი უნდა გაორმაგდეს.

„ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის კარგ შესაძლებლობას ლაგოდეხის ფლორა იძლევა. წარმოიდგინეთ, მიწის დონიდან იწყება დიდი მანძილის ხის ბილიკი, მოაჯირებით და ის ნელა-ნელა ადის სიმაღლეზე. ეს არ არის მარტო სიმაღლესთან ერთად ტყის დათვალიერება, ეს ამავე დროს ცოდნის მიღებაა, თუ რა ხდება თითოეულ სართულზე პირობითად რომ ვთქვათ. რა სახეობები ცხოვრობს ნიადაგის დონეზე და ა.შ.. ევროპაში ხის კენწეროების ბილიკები ძალიან პოპულარულია“,- აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 49 590 ვიზიტორი ეწვია.



სხვა ამბები

ჩინეთში საქმრომ თავის საცოლეს სახლის ნაცვლად 33-ტონიანი ქვა აჩუქა [Photos]

ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მკვიდრმა თავის საცოლეს 33-ტონიანი ქვა აჩუქა, რომელშიც 160 000 დოლარი გადაიხადა. ლიუ ფეიმ საცოლე ვან ფანფანს შეპირებული სახლის სანაცვლოდ ქვა აჩუქა, რომელიც კოლექციონერისგან იყიდა, ვისი თქმითაც ქვა მეტეორია. დაწვრილებით  

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ შაშიანში პოლიციის ავტომობილი დაიმტვრა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. თელავისკენ მიმავალი „ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა, რომელიც პატრულირებას ახორციელებდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31