04:46:59

ფირნიშები
Share |

ვაშლოვანის ნაკრძალში იარაღით უკანონოდ შესვლის 3 ფაქტი გამოვლინეს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებმა პატრულირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა - გადაადგილების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 3 სანადირო თოფი, რომელიც პოლიციას გადაეცა.

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო ჯგუფის მიერ, მორიგი შემოვლისას, გამოვლენილი იქნა დაცულ ტერიტორიებზე ცეცხლსასროლით გადაადგილების 3 ფაქტი. სამივე პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 89-ე 3 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“,- განაცხადეს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და განსახილველად სასამართლოში გაიგზავნა.

კანონით, სახელმწიფო ნაკრძალის და აღკვეთილის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის თანხლებით შესვლა - გადააადგილება აკრძალულია.



სხვა ამბები

ქართველი ოფიცერი დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.

დაწვრილებით  

საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა

საქართველოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის,  გიგა გიორგაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების სისტემა ამ რაოდენობის მიგრანტების მისაღებად და მათ დასახმარებლად მზად არის.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31