21:07:45

ფირნიშები
Share |

საქართველოში ორი მონასტერი მზის ენერგიით მომარაგდება

ევროკავშირის დაფნანსებით, ორგანიზაცია CLEEN საქართველოში 100%-ით განახლებადი ენერგიით მომარაგებული მონასტრების პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში სოფელ ბევრეთში მდებარე დედათა და მამათა მონასტერი მზის ენერგიით განათდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობა“–ს წარმომადგენელის ლაშა წითურიშვილის ინფორმაციით, მზის ენერგიის პროექტი მთლიანობაში, 20 000 დოლარამდე ჯდება. პროექტის თანადამფინანსებელი გერმანიის საელჩოა, თანხის ნაწილს – 6000 დოლარს კი ისინი საპატრიარქოს სთხოვენ.

„საქართველო მთიანი ქვეყანაა, მონასტრების უმეტესობა კი სოფლად არის განთავსებული, სადაც ელექტროენერგიის წყარო არაა, მათ შორის არც ბუნებრივი აირის და წყლის. მოსახლეობას კი კომუნალური გადასახადებისთვის საკმარისი თანხა არ აქვს. „მზის მონასტრების“ პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას. საქართველოში 250-280 დღე მზიანია, რაც საშუალებას იძლევა წელიწადში 108 მგვტ მზის ენერგია გამომუშავდეს. ეს კი 34 000 ტონა ნავთობის ტოლფასია“, – განაცხადა ლაშა წითურიშვილმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია „გამარჯობა“, კომპანია „მზის ენერგიასთან“ ერთად საქართველოს მთიან რეგიონებში მდებარე მონასტრებში, ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციასა და საჭიროებების გაანგარიშებაზე მუშაობს.



სხვა ამბები

20 მარტს თელავისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 მარტს, ქალაქ თელავში13:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ცაბაძის, ჩოხელის, მოსიაშვილის, ახვლედიანის, ბარნოვის, ანტონ კათალიკოსის, მოედნის, გორკის, ერეკლე II-ის ნაწილის, 26 მაისის, სააკაძის, დავით ვექტორის, კვირიკე დიდისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 

დაწვრილებით  

გურჯაანში 15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა

გურჯაანში15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, ბავშვებს სკოლაში სწავლა არ შეუწყვეტიათ. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ სკოლის დირექციამ პოლიციას და სოციალურ სამსახურს მიმართა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 28.05.17
01:00-06:00
Fairfrom northwest13°C1.1m/s
0mm
06:00-12:00
Light rain showersfrom west-southwest12°C1.8m/s
0.7mm
12:00-18:00
Rain showersfrom north-northeast19°C0.9m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northwest18°C2.5m/s
0mm
ორშაბათი 29.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C2.3m/s
0mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom southeast20°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast21°C0.7m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31