02:01:24

Share |

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე [Video]

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების კადრებს ავრცელებს. ჯიხვები სხვადასხვა დროს ფოტომახით არიან გადაღებული. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაკრძალში ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობა სტაბილურად იზრდება.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


საქართველოში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დიდ კავკასიონზე, მთა შხარადან აღმოსავლეთით ბინადრობს. ლაგოდეხის დაცულტერიტორიებზე ის ზღვის დონიდან 1000-3400 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. მოზრდილი ხარჯიხვის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია, ვიდრე ხარჯიხვისა. 

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის გამრავლების სეზონი ნოემბრის მეორე ნახევარში იწყება და თითქმის იანვრამდე გრძელდება. ახალშობილი ციკანი რამდენი მეწუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.

გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 20 აგვისტოდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად, თანამედროვე მეთოდებით ჯიხვის აღრიცხვას დაიწყებს. კვლევები 2017 წლის ივლისში დასრულდება.




ფირნიშები

სხვა ამბები

გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა

ქალაქ გორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა. გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკვერის მოსაწყობად 50 ათასი, ხოლო სპორტული მოედნისთვის 93 ათასი ლარი გამოყო.

დაწვრილებით  

ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგები მსურველებს უფასოდ გადაეცემა

პროექტის „ფისტა ჩვენს ოჯახში“ ფარგლებში ბენეფიციარებს ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ. დაინტერესებულმა პირებმა „საქართველოს ფისტას ასოციაციის“ სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი. პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31