11:37:52

ფირნიშები
Share |

თელავის ხევისა და უსახელო ხევის რეაბილიტაციაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

თელავის ხევისა და უსახელო ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე ხევის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის 1.5-კილომეტრიანი ხევი გასუფთავებას, კედლებისა და ძირისგამაგრებას საჭიროებს. უსახელო ხევის ამჟამინდელი მდგომარეობა კი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და მიმდებარე შენობებს.

„უსახელო ხევი გადავსებულია ნაგვითა და გრუნტით, რაც საცხოვრებელ სახლებში წყლის შევარდნის საშიშროებას ქმნის. ორივე ხევში გაიზრდება გამტარუნარიანობა, შედეგად, ქალაქ თელავსა და სოფელ კურდღელაურში სახლები აღარ დაიტბორება“,- განაცხადეს სამინისტროში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს. 

სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული. რეაბილიტაციის დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება.



სხვა ამბები

თელავის საკრებულოს წევრი გია გორთამაშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად თელავის თემის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ძლიერი სოფელის“ თავმჯდომარე გია გორთამაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაწვრილებით  

კახეთში 4 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კახეთს რეგიონში დაახლოებით 4 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ელეტროენერგის გარეშე დარჩენილია ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტების 12, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 7 და თელავის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
16:00-18:00
Clear skyfrom south-southeast7°C0.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west-southwest2°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30 31